x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
"დედა და ბებია ბავშვს მსხვერპლშეწირვისთვის ამზადებდნენ...-" შემზარავი შემთხვევა საგარეჯოში
image
საგარეჯოს რაიონში, სოფელ გაღმაუბანში შემზარავი ფაქტი მოხდა. დედა და ბებია, რომლებიც გაურკვეველ სექტაში იყვნენ გაწევრებული, სისტემატურად ძალადობდნენ მეხუთე კლასელ მოზარდზე.

მეზობლების თქმით, მათ მოზარდი დაბმული ჰყავდათ და მის მსხვერპლად შეწირვას აპირებდნენ, რა დროსაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მათივე ინფორმაციით, დედა და ბებია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

"ბავშვი მეხუთეკლასელია. დეტალები ზუსტად არ ვიცი, ვინ გამოიძახა პატრული და როგორ იპოვეს ბავშვი, თუმცა ფაქტი ნამდვილად მოხდა სოფელში. დედა სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. ეტყობოდა, რომ მთლად კარგად ვერ იყო, მაგრამ ასეთ რამეს თუ იზამდა, ვერ წარმოვიდგენდი“- აცხადებს მეზობელი.

ბავშვი დაუბიათ და ცემით უნდა მოეკლათ თურმე, რომ უნდა შევწიროო შვილიო... მეზობლებს პატრული გამოუძახიათ. პატრულიც კი ცუდად გამხდარა, ისეთი სურათი დახვედრიათ. გადაურჩენიათ ეს ბავშვი და ისინი ფსიქიატრიულში წაუყვანიათ. ეს რა ხდება, რა მოვლენაა, ვერ გავიგე! რა სექტაა, ხალხო, ძალიან გაუფრთხილდით შვილებს, არ დატოვოთ მარტო. თავისებს არ ინდობენ, სხვისას რას უზამენ..." - ჰყვებიან თანასოფლელები.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ამის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

0
335
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0