x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინდონეზიაში ცოცხალი იპოვეს ქალი,რომელიც 1,5 წლის წინ ზღვაში დამხრჩვალი ეგონათ
imageსხვათა შორის, ქალი იმავე ადგილზე აღმოაჩინეს, სადაც წელიწადნახევრის წინ დაიკარგა.


ინდონეზიაში 52 წლის ქალი ნინინგ სუნარჰისი(Nining Sunarsih) იავას კუნძულზე მოულოდნელად იმავე ადგილზე გამოჩნდა, სადაც ის 18 თვის წინ დაიკარგა, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Dudung Pret-ი.


როგორც ცნობილი გახდა, 2017 წლის იანვარში ნინინგ სუნარჰისი ქალაქ სუკაბუმის მახლობლად ისვენებდა კუნძულ იავაზე, თვითმხილველებმა დაინახეს, ზღვის დიდმა ტალღამ როგორ ჩაყლაპა ქალი, ნანინგი ყვიროდა, შველას ითხოვდა, მაგრამ ვერავინ გაბედა წყალში შესვლა ძლიერი შტორმის გამო. მაშველებმა დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვერ იპოვეს სუნარჰისი.

image


ერთი კვირაში სუკაბუმში აღმოაჩინეს ქალის გვამი, თუმცა გაირკვა, რომ იგი სუნარჰისი არ იყო, წარუმატებელი ძებნის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალი გარდაცვლილად გამოაცხადა.

ოჯახი ვერ იჯერებდა ქალის გარდაცვალებას, ივნისის ბოლოს ნინინგის ბიძამ ნახა სიზმარი, რის მიხედვითაც სუნარჰისი მათ პლაჟზე ელოდებოდა იმ ადგილის მახლობლად, სადაც დაიკარგა. სიზმარი რამდენჯერმე განმეორდა, 30 ივნისს ოჯახი გაეშურა ქალის საძებნელად, თუმცა ვერ იპოვეს.

image

მეორე დღეს ნათესავები ისევ წავიდნენ ქალის საძებნელად და აღმოჩინეს უგრძნობ მდგომარეობაში, იგივე ტანსაცმელში, რომელიც დაკარგვის დღეს ეცვა. ქალი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

image


ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსმა აულიო სოლიჰანტომ( Aulia Solihanto) CNN Indonesia-ს დაუდასტურა ინფორმაციის სისწორე.

ამ მომენტისთვის ინციდენტს სამართალადამცველები იკვლევენ, ყველაფერს ნათელი მოეფინება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ქალი შეძლებს ლაპარაკს.



0
474
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0