x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
იაპონიაში რელიგიური სექტას-"აუმ სინრიკეს" ლიდერები ჩამოახრჩვეს
imageმათ შორის სიკვდილი მიესაჯა სექტის ლიდერს სიოკო ასაჰარის.

იაპონიაში სიკვდილი მიესაჯა (ჩამოხრჩობა) რელგიური სექტას "აუმ სინრიკეს" 7 ლიდერს, მათ შორის არის სექტის ლიდერი სიოკო ასაჰარი.

სექტა საკუთარ თავს უწოდებდა "სულიერი იმპერატორის მინისტრს", მათი დანაშაულებიდან ყველაზე ცნობილია 1994 წლის 27 ივნისს განხორციელებული ქიმიური შეტევა მშვიდობიან მოსახლეობაზე, რა დროსაც გარდაიცვალა 7 მოქალაქე და დაზარალდა 200 და 1995 წლის 20 მარტის ტერორისტული აქტი(ქიმიური მოწამვლა)ტოკიოს მეტროში, რა დროსაც მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა(სხვა მონაცემებით - 27)


სექტის მეთაურის გარდა, ჩამოახრჩვეს ე.წ. "სამხედრო მინისტრი"კიეჰიდე ხაიაკავა, რომელიც ზარინის საწარმოს მშენებლობას ხელმძღვანელობდა, ასევე სექტის ის წევრები, რომლებიც ამ მოწამვლელი გაზის წარმოება-დამზადებაში უშუალოდ იყვნენ ჩართულები.


მათი ჩამოხრჩობის შემდეგ პოლიციამ გაამკაცრა ზომები და კონტროლი მათი დარჩენილი მიმდევრების მიმართ.

რელიგიური სექტა, როგორც უფრო ტერორისტული ორგანიზაცია "აუმ სინრიკე", აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადაში და რუსეთში, აგრეთვე, დსთ-ს ქვეყნებში. მთლიანად სექტის საქმიანობით მარტო იაპონიაში დაზარალდა 6 600 ადამიანი.


სხვადასხვა მიზეზების გამო აღნიშნული განაჩენი 2012 წლის შემდეგ რამდენჯერმე გადაიდო



0
315
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0