x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოს პრეზიდენტის სიძეს ოთხჯერ ესროლეს
image

საქართველოს პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური ისევ დაჭრეს. გოგოჭურს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული და მას გვიან ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.


მკურნალი ექიმის, ვაჟა კახნიძის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობა სტაბილურია, მას ოთხი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

ამ დრომდე უცნობია, ვინ დაჭრა პრეზიდენტის სიძე. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.


შეგახსნებთ, გასული წლის იანვარში, თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი დაჭრეს. გოგოჭური მაშინაც ფეხის არეში იყო დაჭრილი, რომელიც სავარაუდოდ, შურიძიებას უკავშირდებოდა. მისი სახელი 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მოკლული ზურაბ ტარყაშვილის გარშემოც ფიგურირებს, აგრეთვე 2013 წელს ბაჩო სირაძის დაჭრის საქმეშიც.



" ამ ადამიანს თვითონ იმდენი ჰყავს დაჭრილი, რომ სათვალავი აგერევათ. მის სახლში ჩხრეკა რომ ჩატარდა, ზეწოლა კი არ ხდებოდა, (შენიშვნა: იგულისხმება 2016 წელს ჩატარებული ჩხრეკა, რა დროსაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეს "ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობად" შეაფასა) სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზუსტად წინადღეს გოგოჭურმა დაჭრა ახალგაზრდა ბიჭი, გვარად სირაძე. თვითონ ესროლა თავის ეზოში. ეს არის პიროვნება, რომელსაც რაღაც რომ არ მოეწონება, არავის ინდობს, პირდაპირ ესვრის. დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ეპატიება. დადის ქუჩა-ქუჩა და ამბობს, ორი „ტრუპი“ მყავსო. ალბათ, ერთს ჩემს შვილს გულისხმობს, მეორე ვინაა, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ბოლოს მომხდარი დაჭრა შურისძიებას უკავშირდება. თვითონვე ამბობენ, იარაღის გარეშე გარეთ ვერც გამოვდივართო. ვიღაც ალბათ გაამწარა და ესროლა“განაცხადა თავის დროზე ზურაბ ტარყაშვილის დედამ, თამილა კალატოზიშვილმა.



0
174
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0