x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შოკოლადის «ბურთულები» და იტალიური დესერტი (გამოცხობა არ უნდა)
image



«შოკოლადის ბურთულები»



image


ინგრედიენტები:


ორცხობილა - 300 გრ. (სასურველია, შოკოლადის)
შესქელებული რძე - 2/3 ჭიქა
კარაქი - 100 გრ.
კაკაოს ფხვნილი - 3 ს.კ.


მომზადება:

1. ორცხობილა დაფხვენით ბლენდერით ან ხორცის საკეპი მანქანით.
2. ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ კაკაო, შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი.
3. როდესაც მასა კრემ-პასტის სახეს მიიღებს, ჩაყარეთ მასში ორცხობილის ნაფხვენი (ცოტა ცალკე გადადეთ, ამოსავლებად). ჯერ კოვზით აურიეთ, შემდეგ ხელით.
4. გააკეთეთ ბურთები და ამოავლეთ ნაფხვენში ან კაკაოს ფხვნილი მოაფიფქეთ.


შოკოლადის იტალიური დესერტი




image


ინგრედიენტები:


33-35%-იანი ნაღები - 400 მლ.
მწარე შოკოლადი - 400 გრ.
შაქრის პუდრა - 4 ს. კ.
ლიქიორი “Baileys" - 4 ს. კ.
ნიგოზი - 50 გრ.
ორცხობილა ან ბისკვიტი - 50 გრ.
კარაქი - ფორმაზე წასასმელად


მომზადება:


1. კაკალი და ორცხობილა (ბისკვიტი) მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ. image

2. ნაღებს დაუმატეთ შაქრის პუდრა და ნაწილებად დაყოფილი შოკოლადი > დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ > დაუმატეთ ლიქიორი და გააგრილეთ.

3. კვადრატულ ან მართკუთხა ფორმაში ჩააფინეთ სამზარეულოს აპკი > წაუსვით კარაქი > გამზადებული ნაფხვენის ნახევარი ჩაყარეთ და თანაბრად გაანაწილეთ > ჩაასხით შოკოლადის მასა > ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ნაფხვენი.

4. შედგით მაცივარში, მინიმუმ 4 საათით.

5. გამზადებული დესერტი ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით ულუფებად.

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageრძის ფხვნილის უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტი (ერთხელ თუ მოამზადებთ, მაღაზიისკენ აღარ გაიხედებით)
ნატურალური მოჭიქული ხაჭო («სიროკი»), სახლის პირობებში (მომზადების მაქსიმალური დრო 20 წთ.)

ნამდვილი ინდური ტკბილეული, მხოლოდ 4 ინგრედიენტით

საზეიმო ვაფლები

0
728
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0