x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დედოფლისწყაროში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა ე.წ. ტარიბანას მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და კამაზის მარკის ავტომანქანას შეეჯახა.


გარდაცვლილია ოპელის მძღოლი. ჯერ უცნობია, იყო თუ არა ის, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.


როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაშავებულია ოპელის კიდევ ორი მგზავრი.



რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს კლინიკის ხელმძღვანელი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, რომ ერთერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო, რის გამოც კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟმა ის თბილისში გადაიყვანა.


„ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჩვენთან შემოიყვანა. ორივე მათგანს აღმოეჩინა შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება. 1997 წელს დაბადებული ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. მას ქალა ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა, რის გამოც საჭიროდ ჩაითვალა მისი დედაქალაქში გადაყვანა. მეორე პაციენტი კი მსუბუქ დაზიანებებს უჩიოდა, რის გამოც სამედიცინო ჩარევის შემდეგ ბინაზე გაეწერა. რაც შეეხება გარდაცვლილს, ის ჩვენს კლინიკაში არ შემოუყვანიათ, რადგან ადგილზე დაფიქსირდა სიკვდილი. ცხედარი ექსპერტიზისთვის გურჯაანში გადაასვენეს, “ - აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.


შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე მივიდა დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილიც.

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0