x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ გადარჩებიან გამოქვაბულში დარჩენილი ბავშვები? - უცნაური შემთხვევა ტაილანდში, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო!

12 ტა­ი­ლან­დე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბიჭი და მათი მწვრთნე­ლი, რომ­ლე­ბიც გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩარ­ჩნენ და გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლეს, ცო­ცხლე­ბი არი­ან, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლოა, გა­მოქ­ვა­ბულ­ში მო­უხ­დეთ დარ­ჩე­ნა, ვიდ­რე წყალ­დი­დო­ბა არ გა­და­ივ­ლის. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.


ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გუნ­დი 11 დღის წინ გა­უ­ჩი­ნარ­და და მყვინ­თა­ვებ­მა ისი­ნი ორშაბათს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მაშ­ვე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ბი­ჭებს ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი და საკ­ვე­ბი მი­ა­წო­დონ. ბი­ჭე­ბი მი­წის ქვეშ, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ორმა ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თავ­მა იპო­ვა, რომ­ლე­ბიც სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას შე­უ­ერ­თდნენ. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კლდის შვე­რილ­ზე ის­ხდნენ და მაშ­ვე­ლებს ეძახ­დნენ, რომ ცა­მე­ტი­ვე მათ­გა­ნი ცო­ცხა­ლია და ძა­ლი­ან შიათ.


ჩრდი­ლო­ეთ ტა­ი­ლან­დში მდე­ბა­რე გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის კომ­პლექ­სი თამ ლუ­ან­გი წვი­მის სე­ზო­ნის დროს ხში­რად იტ­ბო­რე­ბა. წყალ­დი­დო­ბა სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბა. ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნა გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ მათ წყალ­ში ყვინ­თვას ას­წავ­ლი­ან. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რად­გან გა­მო­უც­დე­ლი მყვინ­თა­ვე­ბის­თვის სა­ში­შია კო­რი­დო­რე­ბის გავ­ლა, სა­დაც ტა­ლა­ხია და ხილ­ვა­დო­ბა სრუ­ლი­ად არ არის.


image



წასვლა მოკლე გზით სცადეს...


image


23 ივნისს, 25 წლის მწვრთნელი თავის 12 ფეხბურთელ მოწაფესთან ერთად გადაიკარგა. ტაილანდის ხელისფულებამ მაშველთა ჯგუფი და სამხედრო არმია გააგზავნა ჩიან რაის სოფლის მახლობლად მდებარე მთებში. მოგვიანებით, როგორც ცნობილი გახდა, მოსწავლეები და მწვრთელი თამ ლუგანგის გამოქვაბულში გახიზნულიყვნენ. გამოქვაბულის სიგრძე 10 კილომეტრია, ჯგუფმა ამ მანძილიდან გამომდინარე, გადაწყვიტა მოკლე გზით გასვლა, ჩავიდნენ რა გამოქვაბულში და ვეღარ გამოვიდნენ. ძლიერი წვიმის და წყალდიდობის გამო, გამოქვაბულში გაიხიზნნენ.



დაკარგულების აღმოჩენა ორშაბათს მოხერხდა...






ორი ინგლისელი მყვინთავის დახმარებით, დაკარგულების აღმოჩენა მოხერხდა. როგორც ცნობილია, მათ ძალიან სჭირდებათ საკვები და სიცივეც საკმაოდ აწუხებთ. ტაილანდის სამხედრო კოორდიანტორის განცხადებით, გამოქვაბულში 7 კაციანი ჯგუფია გაგზავნილი, რომელიც შედგება ექიმების და მედდებისაგან. გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ ბავშვებს მიეწოდათ ჯანსაღი საკვები პროდუქტები და მინერალები.




ბავშვების გადარჩენა მხოლოდ ორი მეთოდითაა შესაძლებელი:


პირველი მეთოდი - <<ბავშვები ჩაყვინთვას ისწავლიან>>



image


თუ ბავშვებმა ისწავლეს ჩაყვინთვა, ისინი შეძლებენ გამოქვაბულიდან გამოსვლას, თუმცა ექსპერტების აზრით, ეს არის ძალიან სარისკო ვერსია, ვინაიდან საუკეთესო მყვინთავებსაც კი გაუჭირდათ იმ კოლიდორების გადალახვა, რომელიც ბავშვების ადგილოსამყოფლამდე შეხვდათ. მოგახსენებთ, რომ მყვინთავებს პირველ ცდაზე 2 საათზე მეტი დასჭირდათ ბავშვების ადგილსამყოფლამდე მისასვლელად.


ჩრდილოეთ ტაილანდში მდებარე თამ ლუანგის გამოქვაბულები ხშირი წვიმებიდან გამო წყლით ივსება თითქმის ყოველ წელიწადს. აქედან გამომდინარე, სექტემბერ-ოქტომბრამდე შესაძლოა ბავშვებს გამოქვაბულში დარჩენამ მოუწიოთ, თუ ისინი არ ისწავლიან სწორად ჩაყვინთვას.


image



მეორე მეთოდი - <<ლოდინი იქამდე, სანამ წყალი გამოქვაბულიდან არ გამოიდევნება>>


მუსონური წვიმებიდან გამომდინარე, გახიზნულებს 4 თვიანი ლოდინი მოუწევთ, რათა წვიმების სეზონი გავიდეს. ადგილზე კვლევებს ატარებენ პროფესიონალი ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ბავშვების გადარჩენის ოპერაციებში. სწორედ ამ ექსპერტებს ჩინეთში, აშშ-სა და ავსტრალიაში ასობით ბავშვი ჰყავთ გადარჩენილი მსგავსი სიტუაციებიდან.



image




დაზარალებული ბავშვების ოჯახის წევრები ძალიან აღელვებულები არიან და ემოციებით ელოდებიან ბავშვების გადარჩენის ოპერაციებს, იგეგმება გამოქვაბულში საკომუნიკაციო ხაზის გაყვანაც.


image



იძებნება გამოქვაბულიდან გამოსვლის ალტერნატიული მეთოდებიც. ექსპერტები ცდილობენ გამოქვაბულში რაიმე ხვრელის აღმოჩენას, რათა ბავშვები გამოიყვანონ.


ერთადერთი კარგი ამბავი, რაც კი ამ მომენტისთვის ცნობილია, არის ის, რომ მაშველთა ჯგუფი და ექიმები დარჩებიან ბავშვებთან ერთად გამოქვაბულში, სანამ მათ უსაფრთხოდ არ გამოიყვანენ.


image



რაც შეეხება 25 წლის მწვრთნელს, გადარჩენის ოპერაციის დასრულებისთანავე, სასამართლოს წინაშე წარდგება. დაზარალებული ბავშვების მშობლებმა საჩივარი უკვე შეიტანეს.


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. როგორი ბავშვობა ჰქონდა კაცს რომელმაც ბავშვებისთვის საცურაო აუზი დადგა?

2. მალული სამოთხე ბოსნიაში

3. ჰგავს თუ არა სანდრას მისი რძალი? - ვინ არის მადინა მელა?

4. თუ თქვენი შინაური ცხოველი ამას აკეთებს, აუცილებლად გამოიძახეთ ვეტერინარი

5. უიშვიათესი მოვლენა - როგორ ცხოვრობს ნიგერიაში 24 წლის ინტერსექსუალი?

6. საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებიან! - 17 საინტერესო ფაქტი მუმიების შესახებ

7. მის საოცარ თვისებებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს - სპირულინა




0
355
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0