x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"წიგნიერების 10 მცნება", ანუ რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კითხულობდე წიგნს, არც ისე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან შესაძლებელია მისი ფილმით ჩანაცვლება.

რატომ უნდა წავიკითხოთ "ჰარი პოტერი", "ქარიშხლიანი უღელტეხილი", "დათა თუთაშხია", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", ან სხვა ისეთი წიგნები, რომლებსაც შესაძლებელია ფილმების მეშვეობითაც გავეცნოთ, მათზე ხომ არაჩვეულებრივი ფილმებია გადაღებული, თან ბევრად ნაკლებ დროს საჭიროებს.image

მაგრამ, მნიშვმელოვანია გაიმიჯნოს ერთმანეთისგან წიგნი და ფილმი, რადგან წიგნის მეშვეობით შესაძლებლობა გვეძლევა გავიფართოვოთ წარმოსახვის უნარი და მრავალი სხვა...

წიგნი სხვაა, ფილმი სხვაა...თუ რა შესაძლებლობებს გვაძლევს კითხვა დარწმუნდებით მოცემული ჩამონათვალის მეშვეობით:image


1. როცა კითხულობ ავტორებს, რომლებიც კარგად წერენ, ეჩვევი კარგ მეტყველებას.

2. კულტურა - ესაა არა წაკითხული, არამედ გაგებული წიგნების რაოედენობა .

3. ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ ყოველთვის მართავენ მათ, ვინც ტელევიზორს უყურებს.

4. რაც უფრო ბევრს კითხულობ, მით ნაკლებად ბაძავ.

5. წიგნი ყოველთვის ჯობია ფილმს, რადგან წარმოსახვა არაა შემოსაზღვრული სპეცეფექტების ჩარჩოებით.image

6. ადამიანები იყოფიან ორ კადეგორიად: ვინც კითხულობს და ვინც უსმენს, მათ ვინც კითხულობს.

7. როგორც მარცვლებისგან შედგება მზესუმზირა, ისე წაკითხულის მარცვლებიდან იქმნება ცოდნა.

8. კითხვა გონებისთვის იგივეა, რაც სხეულისთვის ფიზიკური ვარჯიში.

9. იმისათვის, რომ გახდე ჭკვიანი, საკმარისია ათი წიგნის წაკითხვა, მაგრამ რომ იპოვო ეს ათი, უნდა წაიკითხო ათასი.

10. მიენდე წიგნებს, ისინი ყველაზე ახლოს არიან შენთან. დუმან როცა საჭიროა და ლაპარაკობენ, როცა თვალწინ სამყაროს გიშლიან.

0
393
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0