x
მეტი
  • 17.07.2018
  • სტატია:78707
  • ვიდეო:331443
  • სურათი:435333
ფოტომატიანე - მეოცე საუკუნის თბილისი ელვარე ვარსკვლავებით მოჭედილი II ნაწილი

image ფოტოებს საოცარი თვისება აქვთ - შეაჩერონ დრო, ასახონ კონკრეტული მოვლენები და პიროვნებები. სწორედ ფოტოების საშუალებით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მეოცე საუკუნის თბილისში, შევხვდეთ ლეგენდარულ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დაამჩნიეს ქართულ კულტურას და ხალხმაც განსაკუთრებით შეიყვარა თითოეული მათგანი.

გთავაზობთ ყველასათვის საყვარელი ადამიანების ფოტოსურათებს, რომლებიც უკვე ოქროს ფონდის საკუთრებაა:

ელვარე ვარსკვლავი - მარინე თბილელი და გენიალური მსახიობი სესილია თაყაიშვილი ფილმიდან "თოჯინები იცინიან" image

გოჩა აბაშიძე, დათო დანელია, ლეილა აბაშიძე, დოდო აბაშიძე

image

მთელი თანავარსკვლავედი ერთ ფოტოზე: მარცხნიდან - ვერიკო ანჯაფარიძე, თამარ სხირტლაძე, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ფაინა რანევსკაია, გოგი გეგეჭკორი

image

ელდარ შენგელაია ბავშვობაში

ეს სიტყვები დაუწერა წიგნზე დედამ, ნატო ვაჩნაძემ პატარა ელდარს:

" მუდამ ყურადღებითა და გულისხმიერებით მოეკიდე სხვათა მწუხარებას. ცხოვრება მაშინ არის კარგი, როცა ადამიანს მთელი გულით შეუძლია სიკეთის გაცემა და მსხვერპლის გაღება, თუ ეს მის მეგობრებს და ახლობლებს დასჭირდებათ. სწორედ მაშინ იქნები ღირსეული და ბედნიერი ადამიანი"

image

იმედო კახიანი და დოდო აბაშიძე - გურამ თიკინაძის ფოტო

image

სულ ახალგაზრდები - სოფიკო ჭიაურელი და ნანი ბრეგვაძე ბაკურიანში

image

უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძე, რომელიც 1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ მონიკა ვიტის შეადარა

image

მედეა ჯაფარიძე ვაჟთან ლაშა თაბუკაშვილთან ერთად

image

მაია კანკავა და ია ნინიძე ფილმ "ვერის უბნის მელოდიების" ვარსკვლავები

image

ძველი მეგობრების ჯორჯ ბალანჩინისა (გიორგი ბალანჩივაძე) და ილიკო სუხიშვილის შეხვედრა წლების შემდეგ სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად კულისებში

image

დალი თუშიშვილი კინოფილმიდან "დაისი"

image

ელდარ შენგელაია და სერგო ფარაჯანოვი

image

დოდო აბაშიძე და ლია ელიავა

image

ხათუნა კოტრიკაძე "მხიარული რომანის" გადაღებებისას image

ზურა ყიფშიძე და თინათინ ვარდანაშვილი კადრს მიღმა "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებებისას

image

0
393
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0