x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"რა მოხდება თუ..." - პასუხები ყველაზე უცნაურ კითხვებზე (ნაწილი 2)
რა მოხდება, თუ ერთი წლის განმავლობაში არ ილაპარაკებთ ან არ იბანავებთ? ან რა მოხდება, თუ უცებ დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს? ეს კითხვები არარეალური, მაგრამ, დამეთანხმებით, ძალიან ინტრიგნულია.


სტატიაში გთავაზობთ 10 ყველაზე უცნაურ კითხვას და მათზე ყველაზე რეალურ პასუხებს.








1. რა მოხდება, თუ 1 წლის განმავლობაში არ ილაპარაკებთ?

image

კომუნიკაცია ადამიანებისთვის აუცილებელია, ამიტომ საუბრის გარეშე 1 წლის გატარება ყველას გაუჭირდებოდა. მაგრამ, ვინმე თუ მაინც გადაწყვეტს ამის გაკეთებას, სინამდვილეში, ძალიან ცოტა ზიანი მიადგება.

არა, ეს ადამიანი არ დაკარგავს ლაპარაკის უნარს და არც მისი ტუჩები შეხორცდება, რადგან ისინი იხსნება ჭამის, კბილების გახეხვისა და ემოციების გამოხატვის დროს.


ექსპერტები ამბობენ, რომ 1 წლის განმავლობაში ლაპარაკის შეწყვეტის შემდეგ ადამიანს შესაძლოა უმნიშვნელო პრობლემები ჰქონდეს ხმასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან მალე ესეც გამოსწორდება.







2. რა მოხდება, თუ 1 წლის განმავლობაში არ იბანავებთ?

image

1 წელი რომ არ იბანაოთ, არ მოკვდებით, მაგრამ ექსპერიმენტის შედეგი თქვენს გარშემომყოფებს ნამდვილად არ მოეწონებათ. თქვენს კანზე ძალიან ბევრი ბაქტერია და მკვდარი უჯრედები იქნება, აკნესთან და სოკოსთან ერთად. ჭრილობის შემთხვევაში კი ინფექციის რისკი ძალიან მაღალი იქნება.


აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი დაუბანლობის შემდეგ კანს მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდება ნორმაში ჩასადგომად.







3. რა მოხდება, თუ დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს?


image

დედამიწის ბრუნვის სიჩქარე 1600 კმ/სთ-შია, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევთ. ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რა მოხდებოდა, დედამიწას რომ ბრუნვა შეეწყვიტა. ეს შეუძლებელია, მაგრამ მაინც რომ მომხდარიყო, სრულ კატასტროფას გამოიწვევდა.


შენობები, ხეები, მანქანები და სხვა ყველაფერი აღმოსავლეთით "გაფრინდებოდა" და საშინელი ქარები იქნებოდა. ცუნამები მთაზე მაღალი იქნებოდა, ვულკანები და მიწისძვრები ყველაფერს გაანადგურებდა. ეს კაცობრიობის დასასრული იქნებოდა. 6 თვის განმავლობაში დედამიწის ერთ ნახევარსფეროზე სრული სიბნელე იქნებოდა.


ასეთ პირობებში ადამიანებს გადარჩენა ძალიან გაუჭირდებოდათ, მაგრამ თუ მაინც გადარჩებოდნენ, მაშინ ყოველ 6 თვეში ერთი ნახევარსფეროდან მეორეში მოუწევდათ გადასვლა.







4. რა მოხდება, თუ Google 30 წუთით მუშაობას შეწყვეტს?

image

2013 წლის აგვისტოში Google-მა და მისმა სერვისებმა 5 წუთით შეწყვიტა მუშაობა და ინტერნეტ-ბრუნვა 40%-ით დავარდა. ასე რომ, ადვილი წარმოსადგენია, რას გამოიწვევს საიტის 30 წუთით შეჩერება.


თავად Google უამრავ ფულს დაკარგავდა, ასევე ის კომპანიებიც, რომლებიც მას იყენებენ. სავარაუდოდ, ტექსტური შეტყობინებებისა და მობილური ზარების რიცხვი გაიზრდებოდა. ეს ასევე მომგებიანი იქნებოდა სხვა საძიებო საიტებისთვის.







5. რა მოხდება, თუ ყველა 100 წლამდე იცოცხლებს?

image

თუ ყველა ადამიანი 100 წლამდე იცოცხლებდა, ბევრად მეტი მოხუცი იქნებოდა ქვეყანაზე, რაც საზოგადოებას ბევრად შეცვლიდა. მაგალითად, უნივერსიტეტები და კოლეჯები ორიენტირებული იქნებოდა ორივეზე - როგორც 18 წლის, ასევე 80 წლის ადამიანებზე. უფრო მეტი ადამიანი იცხოვრებდა ქალაქგარეთ. მეტი რეკლამა იქნებოდა მოხუცების მიმართ გამიზნული, წამლებზე დამოკიდებულთა რიცხვიც გაიზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ 85 წლის ადამიანები არ არიან ახალი რაღაცებით ისე დაინტერესებულები, როგორც ახალგაზრდები.


კრიმინალის დონე დაიწევდა, რადგან მოხუცი ხალხი ნაკლებ დანაშაულს ჩაიდენდა, მეგობრობა კი უფრო მნიშვნელოვანი გახდებოდა საზოგადოებაში.







6. რა მოხდება, თუ წყლის ნაცვლად მუდამ გაზიან სასმელს დალევთ?

image

წარმოიდგინეთ, რომ ყველა სასმელი გაზიანით შეცვალეთ. აშკარად, ეს კარგი აზრი არაა, მაგრამ საინტერესოა, რა მოუვა თქვენს სხეულს ასეთ შემთხვევაში?

პირველ რიგში, გაზიან სასმელში არსებული მჟავა კბილის ემალს გაგინადგურებთ, თრომბოციტში არსებული მავნე ბაქტერია კი შაქრის ჭამას დაიწყებს, რაც ღრმულებს გაგიჩენთ. სასმლის ყოველი ქილა 45 გრამს შეიცავს, ტვინი კი უფრო და უფრო მეტს მოითხოვს.


ყოველდღე 5 432 ზედმეტ კალორიას მიიღებთ, რაც, ჩვეულებრივი საკვების გარდა, კიდევ 2 დიდი პიცის ჭამას უდრის. დიდი შანსია, რომ გასუქდებით. გარდა ამისა, გაზიანი სასმელი შეიცავს სიმინდის სიროფს, რომელსაც ბევრი ფრუქტოზა აქვს, ამდენის გადამუშავებას და მონელებას კი სხეული ვერ შეძლებს. ეს გამოიწვევს გულ–სისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებებს.







7. რა მოუვა თქვენს სხეულს, თუ მარსზე იცხოვრებთ?

image

მარსზე ცხოვრება სხეულისთვის სასარგებლო სულაც არ იქნება. სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა სხეულში შემცირდება დაბალი გრავიტაციის გამო, რაც იმუნურ სისტემას დააქვეითებს. რადიაცია კიბოს გაჩენის რისკს 10%-ით გაზრდის. მარსის ნიადაგის ქიმიური ნივთიერებები გამოიწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემცირებას და არტერიული წნევის მომატებას. ქიმიური ნივთიერებების მაღალი დოზა ფილტვსაც დააზიანებს.







8. რა მოხდება, თუ საკუთარი თავის კლონს შექმნით?

image

მეცნიერებმა უკვე შექმნეს ცხოველების კლონები, მაგრამ რა მოხდება, თუ ადამიანების კლონებსაც შექმნიან?


სამეცნიერო ფანტასტიკისგან განსხვავებით, კლონი ფიზიკურად ზუსტად თქვენნაირი არ იქნება. მართალია, გარეგნობა გენებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამაზე დიდ გავლენას ის პირობებიც ახდენს, რაც საშოში აქვს შექმნილი ემბრიონს. შეიძლება, კლონს განსხვავებული ხასიათი და პიროვნული თვისებებიც ჰქონდეს, რადგან ის სხვა ცხოვრებას გაივლის და სხვა გამოცდილება ექნება.


სამწუხაროდ, თქვენს კლონს კარგი ჯანრმთელობა არ ექნება. კლონირებულ ცხოველებს ტვინის დეფექტი, ფილტვის ან გულის პრობლემები და ცუდი იმუნური სისტემა აქვთ.







9. რა მოხდებოდა, სინათლის სიჩქარით გადაადგილება რომ შეგეძლოთ?

image

რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია, მაგრამ მოდი, წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ადამიანს რომ სინათლის სიჩქარით გადაადგილება შეეძლოს. ასეთი ადამიანისთვის დრო შენელდებოდა. მაგალითად, იმ ადამიანისთვის, რომელიც გარბის, მხოლოდ 10 წუთი გაივლიდა, იმისთვის კი, ვინც დგას - 20 წუთი. ასევე, მათი ხედვაც შეიცვლებოდა: სამყაროს თითქოს გრძელი გვირაბიდან დაინახავდნენ, ვარსკვლავებს მათ წინ ლურჯად აღიქვამდნენ, მათ უკან კი - წითლად. გარკვეულ სიჩქარეზე კი მხოლოდ სიბნელეს დაინახავდნენ, რადგან სინათლის ტალღის სიგრძე ხილულ დიაპაზონზე მეტი იქნებოდა.







10. რა მოხდებოდა, დინოზავრები რომ არ გადაშენებულიყვნენ?

image

წარმოვიდგინოთ, რომ დინოზავრები მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას. ასეთ შემთხვევაში, ძუძუმწოვრები მღრღნელებზე მეტად ვერ განვითარდებოდნენ. დინოზავრების გადაშენების შემდეგ ბევრი ცხოველი ჩამოყალიბდა და განივითარა ის ფუნქციები, რაც დღეს აქვს. შემდეგ პრიმატები განვითარდნენ და მილიონობით წლის შემდეგ კი - ადამიანები.


მაგრამ კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, ძუძუმწოვრები ნამდვილად ვერ შეძლებდნენ უზარმაზარ რეპტილიებთან გამკლავებას. ასე რომ, ასეთ შემთხვევაში ახლა ამ სტატიასაც ვერ წიკითხავდით.







ასევე დაგაინტერესებთ:


"რა მოხდება თუ..." - პასუხები ყველაზე უცნაურ კითხვებზე (ნაწილი 1)

image

0
473
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0