x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78769
  • ვიდეო:331491
  • სურათი:435439
ადამიანები, რომლებმაც სრული ნაგავი კარგ ფასად გაყიდეს

სტატიაში გაგაცნობთ ყველაზე აბსურდულ ვაჭრობებს, რომელთაგან გამყიდველებმა საკმაოდ სოლიდური თანხა აიღეს.





9. ძველი სვიტერი 43 000 დოლარად


ამერიკელმა წყვილმა, სინ და რიკ მაკივოიებმა, მეორადებში ძველი სვიტერი იყიდეს 58 ცენტად. მოგვიანებით კი გაიგეს, რომ ის ლეგენდარულ ამერიკელ ფეხბურთელს - ვინს ლომბარდის ეკუთვნოდა. წყვილმა სვიტერი აუქციონზე 43 000 დოლარად გაყიდა.

image








8. სადილი კამერის წინ 10 000 დოლარად


სამხრეთ კორეაში, ადამიანები, რომლებიც კამერის წინ ჭამენ, მილიონობით ნახვას აგროვებენ Youtube-ზე. ამ გოგონას 400 000 გამომწერი ჰყავს არხზე და მან ერთ თვეში 10 000 დოლარი გამოიმუშავა.

მისი Youtube არხის სანახავად დააჭირეთ აქ.

image








7. კარტოფილის სალათი 55 000 დოლარად


ადამიანმა, სახელად ზაკ ბრაუნმა, ინტერნეტ-პლატფორმაზე სულ რაღაც 10 დოლარი ითხოვა იმისთვის, რომ კარტოფილის სალათის მომზადება შესძლებოდა. საბოლოოდ კი, ინტერნეტ-მომხმარებლებმა მას 55 000 დოლარი შეუგროვეს.

image








6. ჯასტინ ბიბერის ცალი ფეხსაცმელი 62 000 დოლარად


ფრანკფურტში ერთ-ერთი კონცერტის დროს ჯასტინ ბიბერმა თავისი მარცხენა ფეხსაცმელი აუდიტორიისკენ ისროლა. იღბლიანმა ყმაწვილმა, რომელსაც წილად ხვდა ფეხსაცმელი, ის eBay-ზე განათავსა და 62 000 დოლარად გაყიდა. ამ ბიჭის, სახელად იზის ბედი უცნცობია, თუმცა, ფეხსაცმელს საკუთარი Instagram გვერდი აქვს.

image








5. ბეჭდვის ჩანაწერი ინტრნეტიდან 90 900 დოლარად


პოსტის ამობეჭდილი ვერსია, რომელშიც ნათქვამი იყო "ყველაფერი შეიძლება იყოს ხელოვნება. ეს პოსტიც ხელოვნებაა", eBay-ზე დადებიდან და აუქციონის დაწყებიდან 36 საათში 90 900 დოლარად გაიყიდა.

image








4. გამხმარი წებო, რომელიც ჰომერ სიმპსონის თავს ჰგავს, 239 000 დოლარად


ინგლისელმა ქრისტოფერ ჰერბერტმა იატაკის წმენდისას გამხმარი წებო აღმოაჩინა, რომელიც ჰომერ სიმპსონის თავს მიამსგავსა ანიმაციური ფილმიდან "სიმპსონები". მან "შედევრი" eBay-ზე განათავსა და გაოცდა, როცა ნახა, რამხელა დავა გამოიწვია ამ სასაცილო ფიგურამ აუქციონზე. საბოლოოდ, გამხმარი წებო 239 000 დოლარად გაიყიდა.

image








3. პიქსელები ერთ-ერთ საიტზე 1 000 000 დოლარად


გონებამახვილ სტუდენტს, ალექს თიუს, უნდოდა შეექმნა ვებსაიტი, სადაც თითოეული პიქსელი 1 დოლარად გაიყიდებოდა. მინიმალური შეკვეთა 100 პიქსელი უნდა ყოფილიყო და ვინც მას იყიდიდა, საიტზე საკუთარი რეკლამა უნდა განეთავსებინა საიტის მისამართით. ალექსმა 6 თვეში მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ცნობილი პიროვნებაც გახდა.

image








2. სხეული, როგორც სარეკლამო საშუალება, 1 000 000 დოლარად


ბოლო 5 წელია, ჯეისონ სედლერი სხვადასხვა ბრენდის გამოსახულების მაისურებს ატარებს და მათ შესახებ სოციალურ მედიაში წერს. პირველმა რეკლამამ ჯეისონს მხოლოდ რამდენიმე დოლარი მოუტანა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ფასიც გაიზარდა. მაისურებს მხოლოდ ჯეისონი კი არ ატარებს, მას კიდევ 4 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ვინც იმავე ტანსაცმელს იცმევს. საბოლოოდ, ჯეისონი მილიონერი გახდა და თავისმა იდეამ ცნობილიც გახადა. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ჟურნალებმა დაწერეს მასზე და დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს მის ბიზნესზე.

image








1. კარტოფილის ფოტო 1 240 000 დოლარად


ფოტოგრაფმა კევინ აბოშმა მილიონი ძალიან მარტივად იშოვა. 2010 წელს მან კარტოფილს გადაუღო სურათი შავ ფონზე და ფოტო ნაცნობ კოლექციონერს მიჰყიდა. აბოში ასევე იღებს ცნობილ ადამიანებს, როგორიცაა დასტინ ჰოფმანი, ფოტოგრაფისთვის დამახასიათებელი შავი ფონია. წელს აბოშმა კიდევ ერთი ფოტო - ვარდის სურათი გაყიდა მილიონ ევროდ, რომელიც კრიპტო-ვალუტის სახით გადაეცა.

image









ბონუსი: ჩემოდნების აუქციონი


აუქციონების სახლი Wendt ლუფტანზას მგზავრების დავიწყებულ ან დაკარგულ ჩემოდნებს ყიდის. ჩანთები და ჩემოდნები, რომლებიც პატრონს 3 თვის განმავლობაში არ მოუკითხავს, აუქციონზე იყიდება. ერთ-ერთი პირობა ისაა, რომ მყიდველმა ყიდვისას არ იცის, რა დევს ჩემოდანში. ეს იღბლის ამბავია - ვიღაცამ შეიძლება ბიუსჰალტერი იყიდოს 100 დოლარად, ვიღაცამ კი - ახალი კამერა. ეს ყველაფერი სიურპრიზია!

image




1
158
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
158
  
11 ივლისი, 18:49
არასრული ნაგავიც არსებობს?
0 1 1