x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სასუნთქი სისტემა
ორგანიზმის ცხოველმოქმედებისთვის საჭიროა ენერგია. ენერგიის წყარო ორგანუ-ლინივთიერებებია, რომელთა დაჟანგვისა და დაშლის შედეგად თავისუფლდება ენერგია. ამისთვის კი ჟანგბადია საჭირო. ორგანიზმის მიერ გარემოდან ჟანგბადის შთანთქმას და გარემოში ნახშიროჟანგის გამოყოფას სუნთქვა ეწოდება. სუნთქვა რთული პროცესია, რომელსაც ახორციელებს სასუნთქი სისტემა:ფილტვები, ზედა და ქვედა ჰაერგამტარი გზები. ზედა ჰაერგამტარი გზას მიეკუთვნება ცხვირი, რომელიც ხრტილოვანი ძგიდით იყოფა ორ ნესტოდ. თითოეულ მათგანში არი:

1) წამწამოვანი ეპითელი, რომელიც მიკრობებს გამოდევნის.

2)სისხლძარღვები, რომლებიც ათბობენ ჰაერს.

3)ლორწო-ატენიენებს და შეიცავს ბაქტერიციდულ ნივთიერებას.


ე.ი.ჰაერი ცხვირში თბება, ტენიანდება და იწმინდება.ცხვირიდან ჰაერი გადადის ცხვირხახაში, შემდეგ კი-ხორხში.ხორხი შედგება 9 ხრტილისაგან. ხრტილებიდან ყველაზე დიდი ფარისებრია.ხორხში ხრტილებს შორის არის მბგერი იოგები, რომელტა შორის სივრცეს ყია ეწოდება.როდესაც ადამიანი დუმს, მბგერი იოგები ერთმანეთს შორდება და სამკუთხედის ფორმა აქვს. ხორხს აქვს ხორხსარქველი და მდებარეობს საყლაპავის წინ.ხორხიდან ჰაერი ტრაქეაში, ანუ სასუნთქ მილში გადადის. ტრაქეა თავის მხრივ იყოფა ორ მარჯვენა და მარცხენა ბრონქად. ბრონქები შედიან ფილტვებში და იტოტებიან ბრონქიოლებად, წარმოქმნი-ან ბრონქიალურ ხეს. ბრონქიოლები ბოლოვდებიან ალვეოლებით-საჰაერო ბუშტუ-კებით. ალვეოლების კედლები ერთშრიანი ბრტყელი ეპითელური ქსოვილია. კოლა-გენი ალვეოლების კედლებს ანიჭებს ელასტიურობას. შიგნითგამოიყოფა სურფაქტანტი, რომელიც ალვეოლებს უნარჩუნებს ფორმას, ხსნის ზედაპირულ დაჭიმულო-ბას და არ აძლევს ალვეოლებს შეწეპების საშუალებას. ყოველ ფილტვში 300-500 მილიონი ბუშტუკია, მათი საერთო ზედაპირი 100 კვ.მ-ზე მეტია. ალვეო-ლებს გარედან აკრავს ხშირი კაპილარული ქსელი.კაპილარებიდან ალვეოლებში გადის თეთრი უჯრედები და აუვნებლებენ მიკროორგანიზმებს. ფილტვის ყველა კაპილარი სათავეს იღებს ფილტვის არტერიიდან, ბოლოს კაპილარები ერთიანდებიან და წარმოქმნიან ფილტვის 4 ვენას. იმისათვის რომ მოხდეს დიფუზია საჭი-როა 1)დიდი მოცულობა, რაც გააჩნია ალვეოლებს.

2)ტენიანობა (თხევადში ხდება დიფუზია).

3)თხელი კედელი (ერთშრიანი ეპითელი).

ფილტვი გარედან დაფარულია პლევრითრომელიც გადადის გულმკერდის ღრუზე და ამოაფენს მის შიდა ზედაპირს. მათ შორის სივრცეს პლევრის ღრუ ეწოდებამასში არის ცოტაოდენი სითხე, რათა შემცირდეს ხახუნი სუნთქვის დროს და არა-ვითარ შემთხვევაში არ არის ჰაერი.

ჩასუნთქვისას გარეგანი ნეკნთაშუა კუნთები იკუმშება, ხოლო შიდა დუნდება.ნეკ- ნები იწევა წინ და შედარებით ჰორიზონტალურ მდგომარეობას იღებს.დიაფრაგმა ბრტყელდება, გულმკერდის ღრუს მოცულობა იზრდება, წნევა ეცემა და ფილტვის პლევრა გულმკერდის კედელს ეკრობა. ამ დროს ფილტვები ფართოვდება, ფარ-თოვდება ალვეოლებიც, რის გამოც წნევა ალვეოლებშიც ეცემა. წნევათა სხვაობის გამო ატმოსფერული ჰაერი ჩადის ფილტვებში ჩასუნთქვისას. ამოსუნთქვისას დი-აფრაგმა და გარეგანი ნეკნთაშუა კუნთები დუნდება. დიაფრაგმა ისევ თაღოვანი ხდება, გულმკერდის მოცულობა მცირდება და მასში წნევა იწევსმაღლა. ფილტვების მოცულობა მცირდება, წნევა ალვეოლებში მაღლა იწევს, ამიტომ ჰაერი გარეთ გამოიდევნება, ხდება ამოსუნთქვა. ასე ხორციელდება მშვიდი ჩასუნთქვა-ამოსუნ-თქვა.

მარჯვენა პარკუჭიდან ვენური სისხლი სისხლეს მოძრაობის მცირე წრით-ფილტვის არტერიით მიდის ფილტვის კაპილარებში(ფილტვის კაპილარები სათა-ვეს იღებენ ფილტვის არტერიიდან).ასეთი სისხლი ღარიბია ჟანგბადით და მდიდარია ნახშიროჟანგით.ამიტომ დიფუზიით ჟანგბადი ალვეოლიდან(მისი მაღალი კონცენტრაციის არედან) გადადის სისხლში (მისი დაბალი კონცენტრაციის არეში), სადაც HB-თან ქმნის არამდგრად ნაერთს-ოქსიჰემოგლობინს.ამავე მიზეზით კაპილარული სისხლიდან ნახშიროჟანგი შეაღ-წევს ფილტვის ალვეოლებში. ასე გარდაიქმნება ვენური სისხლი არტერიულად. სასუნთქი ციკლი უწყვეტი პრიცესია.

სუნთქვის პროცესი რეგულირდება ნერვული და ჰუმორული გზით. სუნთქვის ცენტი მოგრძო ტვინშია. თუ სისხლში ნახშირორჟანგის რაოდენობა იმატებს, სუნთქვის ცენტრში აღზნება ძლიერდება და ნერვული იმპულსები ნერვების მეშვეობით სასუნთქი კუნთებისაკენ გავრცელდება.

ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაში, გარდა ნეკნთაშუა კუნთებისა და დიაფრაგმისა, მონაწილეობს მკერდისა და მხრის სარტყლის კუნთი, აგრეთვე მუცლის კუნთებიც.

ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადი 21%-ია, ნახშირორჟანგი - 0.03%, ხოლო აზოტი - 78%. ამოსუნთქულ ჰაერში ჟანგბადი 16%-ია, ნახშირორჟანგი-4%, აზოტი-79%.

სასუნთქი ორგანოების განვითარების მაჩვენებელია ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა. მას ზომავენ სპირომეტრით. ეს არის მაქსიმალური ჩასუნთქვის შემდეგ, მაქსიმალური ამოსუნთქული ჰაერის რაოდენობა.

ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა შედგება:

1. სასუნთქი ჰაერი (მშვილი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, რომელიც შეადგენს 500 კუბურ სანტიმეტრს)

2. დამატებითი ჰაერი (მშვიდი ჩასუნთქვის შემდეგ ადამიანმა შეიძლება ჩაისუნთქოს 1500 კუბური სანტიმეტრი ჰაერი)

3. სარეზერვო ჰაერი (მშვიდი ამოსუნთქვის შემდეგ კიდევ შეუძლია ამოისუნთქოს 1500 კუბური სანტიმეტრი ჰაერი)

საერთო ჯამში ფილტვის საერთო ტევადობა ტოლია 3500 კუბური სანტიმეტრის. სპორტსმენებისთვის ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. სასუნთ გზებში ყოველთვის რჩება 1000-1500 მლ ჰაერი და მისი აოსუნთქვა შეუძლებელია. მას ჰქვია ნარჩენი ჰაერი და ამის გამო ფილტვი არ იჩუტება.

ემფიზემის დროს ზიანდება ალვეოლის კედელი და ალვეოლები ერთიანდება ერთ დიდ ბუშტუკად. ეს კი ამცირებს გაზთა ცვლის ზედაპირს და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას.

სუნთქვის შეკვრას წინ უძღვის ემოციის ზეგავლენით გამოწვეული ღრმა ჩასუნთვების სერია. ამ დროს გაცილებით მეტი ჰაერი ჩადის ფილტვებში, ვიდრე მშვიდი სუნთქვისას. სისხლიდან ალვეოლებში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი განიდევნება, რის შედეგადაც იწევს დაბლა მისი რაოდენობა. ხდება ჰიპერვენტილაცია. თავის ტვინი შეიგრძნობს სისხლში ნახშირორჟანგის შემცირებას და მყისიერად შეწყვეტს სუნთქვას. ამას ეწოდება აპნეა, აღიქმება, როგორც სუნთქვის შეკვრა.

სუნთქვის ცენტრი შეიძლება დააზიანოს ალკოჰოლმა, ნიკოტინმა, ნარკოტიკმა.

სუნთქვის სისტემა


0
2884
2-ს მოსწონს
ავტორი:მეგი ოქროპირიძე
მეგი ოქროპირიძე
2884
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0