x
მეტი
  • 13.12.2018
  • სტატია:83698
  • ვიდეო:334483
  • სურათი:441769
სასმელი,რომელიც წვავს ცხიმს,კურნავს ჰიპერტენზიას, შაკიკს,გულის დაავადებებს,ართრიტს...

2005 წელს სიმსივნის კვლევის დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციამ ვაშლის ძმარი კვირის პროდუქტად გამოაცხადა. ვაშლის ძმარი მდიდარია პექტინებით, რომლებიც კანცეროგენულ ნივთიერებებს შლიან და ორგანიზმიდან გამოაქვთ მანამდე, სანამ ორგანიზმი მათ შეთვისებას მოასწრებს.

image

მკურნალობა ვაშლის ძმრით

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. უბრალო და ხელმისაწვდომი პროდუქტი წარმატებით გამოიყენება გასახდომად და მოხდენილი სხეულის შესანარჩუნებლად, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, სისხლძარღვების გასამაგრებლად, სისხლის გასათხელებლად და იმუნიტეტის გასამაგრებლად.

რათქმაუნდა, ვაშლის ძმარი ნატურალური უნდა იყოს.

image

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები

1. ვაშლის ძმარი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. თაფლთან ერთად კი მისი სამკურნალო ეფექტი ორმაგდება.

image

2. ნატურალური ვაშლის ძმარი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს და ენზიმებს. კალიუმი პასუხს აგებს გულის და კუნთების ნორმალურ მუშაობასა და ნერვული იმპულსების გადაცემაზე, ასევე, ხელს უშლის დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას.ენზიმები კი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.


3. ცხიმის დაშლის თვისების გამო, ვაშლის ძმარი ხელს უწყობს წონაში დაკლებას. მის შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები და ორგანული მჟავები ხელს უშლიან ცხიმის დალექვას ორგანიზმში.

image

ვაშლის ძმრის მიღებისას სიფრთხილეც გმართებთ. სამკურნალო ეფექტს მაღაზიაში ნაყიდი, ძმარმჟავას ფუძეზე დამზადებული ვაშლის ძმრისგან არ უნდა ელოდოთ. ვაშლის ძმარი ნატურალური უნდა იყოს.

თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, ვაშლის ძმრის მიღება ექიმს შეუთანხმეთ. თუ გარკვეული მიზეზების გამო თქვები ორგანიზმი ვაშლის ძმარზე ცუდად რეაგირებს, შეგიძლიათ ვაშლის წვენი მიიღოთ.


თაფლიანი ძმრის სამკურნალო თვისებები

1. ქრონიკული დაღლილობა და უძილობა

შეურიეთ 150გრ. თაფლი და 2 ს.კ. ვაშლის ძმარი. მიიღეთ 2 ჩ.კ. ძილის წინ.

image

2.ართრიტი

ჭამის დროს პატარა ყლუპებით მიიღეთ ნაყენი, რომელსაც ასე მოამზადებთ: 10 ჩ.კ. ვაშლის ძმარი შეურიეთ 1 ჩ.კ. თაფლს და და შემდეგ ნარევი გააზავეთ ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში.


3. ჰიპერტონია, შაკიკი, გულძმარვა

1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი. მიიღეთ დღეში სამჯერ, წნევის დასარეგულირებლად. შაკიკის და გულძმარვის დროს კი ერთხელ მიიღეთ.


4. გულის დაავადებები

2 ს.კ. ვაშლის ძმარი შეურიეთ 1 ჭიქა ყურძნის წვენს, დაამატეთ 2 ჩ.კ. თაფლი და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.

image

5. კანის ცხიმიანობის შემცირება

1 ს.კ. თაფლი, 0, 5 ჩ.კ. მარილი და 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი აურიეთ, წაისვით სახეზე, მსუბუქად დაიმასაჟეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


6. ცელულიტი

შეურიეთ თაფლი და ვაშლის ძმარი თანაბარი რაოდენობით, დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი და ფქვილი იმ რაოდენობით, რომ მასა გასქელდეს. წაისვით პრობლემურ ადგილებში და გადაიხვიეთ ცელოფნით. 40 წთ-ის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.


image

თუ გახდომა გსურთ, თაფლიანი ვაშლის ძმარი ყოველდღე უნდა მიიღოთ, ერთი თვის მანძილზე. უმჯობესია უზმოზე: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და 1 ჩ.კ. თაფლი.

იმისთვის, რომ ორგანიზმს ცუდი რეაქცია არ ჰქონდეს ვაშლის ძმარზე, უმჯობესია 1/4 ჩ.კოვზით დაიწყოთ და თუ ორგანიზმი კარგად აიტანს-გაზარდეთ 2 ჩ. კოვზამდე.



1
818
5-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
818
  
7 ივლისი, 9:12
მადლობა, ძალიან საჭირო სტატიაა. სამწუხაროა რომ საქართველოში სუფთა და გაუფილტრავ ვაშლის ძმარს ვერ იშოვი. ის მაღალ წნევას დაბლა წევს და ასევე შაქარსაც. ანუ, ვინც მას რეგულარულად იღებს ეს ორი არ სეაწუხებს, არც ქლორესტერონი. მე ეს დიდი ხანია ვიცი და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი..
0 1 1