x
მეტი
  • 14.11.2018
  • სტატია:82699
  • ვიდეო:334242
  • სურათი:440281
ასტრონომების პროგნოზით ივლისის ბოლოს ზაფხულის ვარსკვლავთცვენა იქნება

image
27 ივლისს ორი ასტრონომიული უნიკალური მოვლენის მომსწრე გავხდებით - მთვარის მთლიანი დაბნელება, რომელიც იქნება ყველაზე გრძელი 21-ე საუკუნეში და მარსის მაქსიმალური დაახლოება დედამიწასთან.

წითელი პლანეტა ამ დღეებში მოუახლოვდება დედამიწას და ტელესკოპით შესაძლებელი გახდება მისი ლანდშაფტის დათვალიერება ", - აცხადებენ ასტროლოგები.

მათი თქმით, ზაფხულის შუა რიცხვებში მოხდება რამდენიმე ნათელი და იშვიათი ციური მოვლენა. ასე რომ, 6 ივლისს, დედამიწა იქნება აპელიონში, ანუ მზისგან ყველაზე დაშორეულ მანძილზე, რაც შეადგენს 152 095 566 კილომეტრს. ხოლო 13 ივლისს მოხდება მზის ნაწილობრივი დაბნელება, რაზეც დაკვირვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამხრეთ პოლარულ წრეზე.

ივლისის თვის ბოლოს მოხდება საზაფხულო ვარსკვლავთცვენა, სახელად დელტა აკვარიდები. მეტეორის მტვრის წვიმა ივლისის ბოლოს დაიწყება და 29-30 ივლისს მიაღწევს მაქსიმუმს, 16 მეტეორი საათში.

თუმცა წელს ჩამოვარდნილი ვარსკვლავების წვიმის ნახვას მთვარე დაუშლის, ამ დროს ის სავსე მთვარის ფაზაში იქნება

0
174
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0