x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"კა­ცე­ბიც ქორ­წინ­დე­ბი­ან, ქა­ლე­ბიც, ძაღ­ლე­ბიც... ყვე­ლა ქორ­წინ­დე­ბა და ყვე­ლა შორ­დე­ბა“ - მსახიობი ჟან კლოდ ვან დამი და საფრანგეთის მინისტრი მარლენ შიაპა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

imageბელგიელი მსახიობი და ჰოლივუდის ბრწყინვალე ვარსკვლავი ჟან კლოდ ვან დამი, რომელიც ცნობილი გადაცემის სტუმარი იყო საფრანგეთის გენდერული თანასწორობის მინისტრთან მარლენ შიაპასთან ერთად, ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ. გადაცემაში "On n’est pas couch" გენდერული თანასწორობის მინისტრი და ვან დამი სხვა სტუმრებთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე საუბრობდნენ და მათ შორის ფემინიზმზეც.როდესაც მარლენ შიაპამ ცნობილ მსახიობს კითხვა დაუსვა ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინებაზე, მსახიობმა გახუმრება სცადა და უპასუხა: - „კა­ცის ქორ­წი­ნე­ბა კაც­ზე? კა­ცე­ბიც ქორ­წინ­დე­ბი­ან, ქა­ლე­ბიც, ძაღ­ლე­ბიც... ყვე­ლა ქორ­წინ­დე­ბა და ყვე­ლა შორ­დე­ბა“.

აქვე ჟან კლოდ ვან დამმა თამამად განაცხადა, რომ შვილების მოვლა და სამზარეულოში საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ ქალების საქმეა, ხოლო რაც შეეხება მამაკაცებს, მათ მაქსიმალურად უნდა შეძლონ ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა.imageგენდერული თანასწორობის მინისტრი გაბრაზდა და მსახიობს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, რომ ჰომოსექსუალებს მხარი უნდა დავუჭიროთ და არ დავცინოთ და მით უმეტეს ძაღლებს არ უნდა შევადაროთ; – "ბო­დი­ში, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ არის სა­სა­ცი­ლო. გეი აღ­ლუ­მი ჩა­ტარ­და, სა­დაც ხალ­ხი სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ითხოვ­და. შო­კის­მომ­გვრე­ლია. ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ იმი­ტომ სცე­მენ და შე­უ­რა­ცხყო­ფენ, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი არი­ან. მათ მხა­რი უნდა და­ვუ­ჭი­როთ და არ დავ­ცი­ნოთ, ძაღ­ლებს არ უნდა შე­ვა­და­როთ“.imageმსახიობმა სულაც არ იგრძნო თავი უხერხულად და კვლავ ნაცადი იუმორით შეეცადა დაძაბულობის განმუხტვას სტუდიაში. მან თქვა: - " მე ძალიან ბევრი გეი მეგობარი მყავს და თუ ისინი გადაწყვეტენ ერთმანეთთან დაქორწინებას, ამაში პრობლემას ვერაფერს ვხედავ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ბიჭები ერთმანეთზე დაქორწინდებიან და გოგონები კი - გოგონებზე, მაშინ როგორ უნდა გავმრავლდეთ?"imageორი დღე სრულიად სოციალური მედია მოიცვა ბელგიელი მსახიობის მიერ გაჟღერებულმა სიტყვებმა სტუდიაში და ინტერნეტმომხმარებლების უდიდესი ნაწილი მსახიობს მკაცრად აკრიტიკებს ჰომოფობიური განცხადებების გამო და საკუთარი მოსაზრებების ( მხედველობაში აქვთ ვან დამის მოსაზრება ქალის როლზე შვილებსა და ზოგადად ოჯახზე )ასე თამამად ჩამოყალიბებაში. ასევე მას ბრალს დებენ ჰომოსექსუალების დაცინვასა და სიძულვილში. რაც შეეხება საფრანგეთის გენდერული თანასწორობის მინისტრის მარლენ შიოპას განცხადებას, მომხმარებლების უმეტესობა მის მოსაზრებას იზიარებს.image

4
238
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
238
  
2018, 5 ივლისი, 22:58
გეი არა პიდარასტი
2018, 4 ივლისი, 23:19
კაცი კაცად იმიტომ იბადება იკაცოს ოჯახი შექმნას და იცხოვროს ნორმალურ ატმოსფეროში.
"გათხოვილი კაცი" უკვე ქალსა და კაცს შორის რაღაც საშუალოა, თუნდაც ეს გენიალური მომღერალი, რაინდის ტიტულის მქონე ელტონ ჯონი იყოს.
2018, 4 ივლისი, 23:16
ჟან კლოდ კაცი ხარ, ლგბტ თემის დაცვას გადააყოლეს ფრანგებმა საფრენგეთი და ერთ დროს ძალიან მშვიდი ქვეყანა ტერორისტების ბუდედ აქციეს, "ტოლერანტები"...
2018, 4 ივლისი, 22:08
მეც ვიზიარებ მარლენ შიაპას პოზიციას. აბსოლუტურად სწორი პოზიცია აქვს. რაც შეეხება ვან დამს, ჯიგარი კაცია, მაგრამ გამოირჩევა ხოლმე ასეთი უაზრო რაღაცებით, ანტისემიტიზმითაც გამოირჩევა და სჯერა რომ მსოფლიოს მასონურ-სატანისტური კორპორაციები მართავენ, შეთქმულების თეორიებს და ანტილიბერალურ პროპაგანდასაა აყოლილი სამწუხაროდ.
0 1 4