x
მეტი
  • 20.09.2018
  • სტატია:80755
  • ვიდეო:333077
  • სურათი:438159
საგანგაშო ინფორმაცია – ,,საქართველოში ადამიანებს რაღაც ანადგურებთ” – რას ჰყვება თურქეთის კლინიკის ექიმი

image


თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩეველი, მალინა ბერიკაშვილი საუბრობს იმ კატასტროფული რეალობის შესახებ, რომლის წინაშეც ქართველი ერი დგას. მისი თქმით, საქართველოდან წასული პაციენტების უმრავლესობა სიმსივნით არის დაავადებული. როგორც მალინა ბერიკაშვილი ამბობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში კონკრეტულად მის კლინიკაში საქართველოდან მიმართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი და საშუალოდ თვეში 50-80 პაციენტიდან მხოლოდ ათია მსუბუქი დიაგნოზით, დანარჩენს კი სიმსივნე აქვს. ჩვენი რესპონდენტი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზეც, რომ კატასტროფულადაა გაზრდილი ლეიკემიის დიაგნოზიც.

მალინა ბერიკაშვილი:

-კატასტროფული მდგომარეობაა და ძალიან აღელვებული ვისაუბრებ ამის შესახებ. მეშვიდე წელიწადია, ვმუშაობ თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ბოლო ორი წელიწადია, თვეში 20 პაციენტიდან ავედით 50-80 პაციენტზე, იანვრის მერე 50-ზე ნაკლები მომართვა არ გვქონია და საშუალოდ, ათი ადამიანის გარდა, ვინც შესამოწმებლად ჩამოდის, ყველას სიმსივნის დიაგნოზი აქვს.

ყოველდღე მირეკავენ ადამიანები, რომელთაც სიმსივნის დიაგნოზი აქვთ. ყველაზე უცნაური არის ის, რომ მცირე ხნის წინ ერთი ქალბატონი გახლდათ მამოლოგთან, გადაიმოწმა მკერდი და ყველაფერი წესრიგში იყო, ოთხი თვის შემდეგ მას ექიმთან დაბრუნებამ მოუწია, რადგან ხელით მოისინჯა მკერდზე რაღაც. მას აღმოაჩნდა კვანძი, რომელიც არის სიმსივნური, მაღალი რისკის შემცველი. თუ ჰაერში არ არის რაღაც მომწამვლელი ნივთიერება, ასე სწრაფად სიმსივნე ვერ განვითარდებოდა. გავიდეთ თბილისში, როგორი გამონაბოლქვია…

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ბავშვებს თმა სცვივათ. გადავამოწმეთ და თმაში ტყვია იყო. ანალიზები გერმანიაში, აშშ-ში გადავამოწმეთ… საქმე ისაა, რომ ტყვია მეტრს ქვევით ილექება და ყველაზე მეტად ბავშვებს უქმნის უდიდეს პრობლემას. როცა პატარას ეტლით ასეირნებთ, ცენტრალურ გამზირებზე, ეს ძალიან საშიშია.

გადახედეთ საკვებს, ზეთს ზეთის გემო არა აქვს, კარაქს კარაქის. მე თურქეთში ვცხოვრობ და ისეთი გულმძმარვა საჭმლისგან არასდროს მქონია, როგორიც თბილისში მაქვს ხოლმე. ძალიან მიჭირს თბილისში ჭამა.

დაბალი დონისაა ჰიგიენური საშუალებები, თმის საღებავი, შამპუნი, კბილის პასტა, სარეცხი საშუალებები, რომლებიც სარეცხსაც ვერ რეცხავს და რას შეიცავს, არავინ იცის, - ყველაფერი უნდა შემოწმდეს, რაც ქვეყანაში შემოდის.

ამას წინათ მე და ჩემი დირექტორი დავსხედით და დავსვით კითხვა, რატომ მოდის ამდენი სიმსივნიანი პაციენტი საქართველოდან, რატომ არის ლეიკემიის ასეთი მაღალი სტატისტიკა. მხოლოდ 2018 წელს ჩვენს კლინიკაში 15 ადამიანს გავუკეთეთ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რაც ლეიკემიის დროს კეთდება. ყველა თვეში მინიმუმ ორ ლეიკემიიან ადამიანს ვიღებთ, აქ სხვა ცნობილი კლინიკებიცაა და დარწმუნებული ვარ, მათაც მაღალი მიმართვიანობა აქვთ… აღარაფერს ვამბობ თბილისში ონკოლოგიურ პაციენტებზე, რომელთაც არ აქვთ საშუალება, სხვა ქვეყნებში გაემგზავრონ სამკურნალოდ.

-ქალბატონო მალინა, ყველაზე მეტად რა ტიპის სიმსივნეებია გავრცელებული საქართველოში, თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით გვითხარით.

-მკერდის, საშვილოსნოს, ფილტვის, ლიმფური კვანძების სიმსივნე და ლეიკემია. ასევე ფარისებრის, პროსტატის და ღვიძლის სიმისვნე. გარდა ამისა, აქაური ექიმები არიან გაოცებულები, საქართველოდან ხალხი მოდის ისეთი დაავადებებით, რაც უკვე 20 წელია, თურქეთში არ უნახავთ. მაგალითად, ამ წელს სამი ბავშვი მივიღეთ კუნთების ატროფიით… ჩვენი ერთ-ერთი ექიმი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და კონფერენციის გამართვას, რომელსაც გვსურს, ქართველი ექიმები დაესწრონ.გაგრძელება


9
5587
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
5587
  
5 ივლისი, 22:39
ბარაქალა ავტორო, ჩემი პატივისცემა თქვენ ასეთი მასალის გამოქვეყნებისათვის.
პ.ს
მკითხველების და კომენტარის დამდები საზოგადოებისათვის განმარტების სახით: რატომ გიკვირთ ამდენი დაავადება რომაა საქართველოში?
მარტო საწვავს და გამონაბოლქვ აირებს ნუ დააბრალებთ, საყდრისის ამფეთქებელი კომპანია ოქროს შემცველი ქანების გადამუშავებისას იყენებს ავადსახსენებელ კალიუმიც ციანიდს, რომელიც სიცოცხლისათვის ძალზე საშიშია, ნახეთ ოქროს მომპოვებელი კარიერები, რა ფერის წყალი დგას მანდ, ეგეოსის ზღვისფერი არ გიკვირთ რატომ?
სსრკ–ს პერიოდიდან ათასობით რადიაციული ბლოკებია დატოვებული, იყენებდნენ გაუვალ ადგილებში ენერგიის წყაროდ, დაბა ჯვარში მონადირეები წააწყდნენ, უცოდინრობის გამო ვერ იცნეს "ბირთვულად საშიშია"–ს ნიშანი, მეტიც გახსნეს ტყვიის დახურული კოლოფი რომელშიც მოთავსებული იყო ენერიის წყაროდ ცეზიუმი, ერთ წელიწადში დაიღუპა ოთხივე, სიმსივნით.
ესენი დაასხივა, მაგრამ სანამ წაიღეს ხომ ასხივებდა რადიაციას ის ბლოკი?
ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ამხელა დაცვა, რომ უყენია ნეტა რატომ?
აშშ–ს ტერიტორია არ ეყო ლაბორატორიის ასაშენებლად ბიოლოგიური ლაბორატორია აქ, რომ არ აეშენებინათ?
რა უნდოდა საქართველოში აფრიკული ღორის ჭირს, ქათმის გრიპს, ფაროსანას და უკვე იაპონურ "სამურაის" რომელიც ფაროსანას განადგურების კერებში ხეხილის და ბოსტნეულის მირთმევითაა დაკავებული?
ლიბერალიზმი და ლიბერტიანიზმი სრულიად განსხვავებული მიმდინარეობებია.
რაც შეეხება სააკაშვილს და ბენდუქიძეს, მათ დროს აიკრძალა ყოვეგვარი რეგულირება სურსათისა და მედიკამენტების ხარისხზე.
საქართველოში გადასახადები ძალიან დაბალია. ევროპაში და ამერიკაში ბევრად მაღალია და ეს სწორია. გადასახადები უნდა იყოს ზომიერი. დაბალი გადასახადები კიდევ უფრო ცუდია ეკონომიკისთვის, ვიდრე მაღალი.
თავისუფალი ეკონომიკა არის მითი და არ არსებობს რამდენიმე ოფშორის გარდა არსად.
რაც შეეხება თითქოს სააკაშვილის დროს მივაღწიეთ კარგ განვითარებას, ესეც მითია. დასავლეთის დახმარების ხარჯზე მოხდა ეკონომიკა გაიბერა ფულით. ზრდა იყო გამოწვეული ფასების ცვლილებით. რეალური პროდუქტის ზრდა არ მომხდარა თითქმის არც ერთ დარგში. სამაგიეროდ განადგურდა ბევრი დარგი, რომელსაც საქართველო ვეღარასოდე ვერ ააღორძინებს
რეალურად
მაინც ვფიქრობ, ვიღაცა თუ რაღაცა შეგნებულად გვკლავს და გვანადგურებს.. სუპერმარკეტების საკვებით, რომლებიც გენმოდიფიცირებულია და ათასი დანამატითაა გატენილი, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო წამლებით, რომლებიც ჩვენი ვაი ექიმების წყალობით საწამლავად გვევლინება და ფულს დახარბებული არაკეთილსინდისიერი მედპერსონალის და უამრავი კლინიკის ,,დახმარებითაც, სადაც დიდი პროცენტით არც სწორ დიაგნოზს სვამენ და მკურნალობაც მხოლოდ ფულის გამოძალვას ემსახურება! საშინელება!!!
4 ივლისი, 21:09
თქვენ ფიქრობთ,რომ ეს ეკონომიკური მოდელი ლიბერალურია? მე ესე არ ვფიქრობ და აი რატომ: სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა აიკრძალა უცხოელებზე, თუ არ ვცდები 20 სამინისტროა(ეხლა კი გააერთიანებს,მაგრამ ხალხი იგივე რაოდენობთ მუშაობს),გადასახადები ძალიან მაღალია და დახლოებით ჩვენი შემოსავლის მესამედს სახელმწიფოს უხდით, გაურკვეველი პოლიტიკა აქვს მთავრობას,არ არის სასამართლო სისტემა კარგი და კერძო საკუთრება არაა დაცული. თქვენი აზრით,რა არის ლიბერალური ეკონომიკა? რაც არის თავისუფალი ბაზარი შეიძლება ეწოდოს? როცა იყო ლიბერალური ეკონომიკა,მაშინ კი მივაღწიეთ კარგ ეკონომიკურ განვითარებას. ქუმსიშვილს და ბენდუქიძეზე ამბობთ,რომ ერთნაირი პოლიტიკა აქვთ? წელიწადში ჩინოვნიკი 42ჯერ იღებს პრემიას და გასუსულები ხართ,მერე ლიბერალურ ეკონომიკას აბრალებთ რო პური არ გაქვთ სახლში. ეგრე არაა? კომუნისტური აზროვნება რომ გაქვთ ეგეც ლიბერალების ბრალია? კიდევ შემიძლია გაგრძელება,მაგრამ მეყოფა. ის ხალხი გძულთ და აბრალებთ ყველაფერს,რომლებიც არ უნდა გძულდეთ. პრობლემა ლიბერალობა კი არა გონების სიბეცე და უვიცობაა
ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ყველაფრის სათავეა, ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც საქართველოში დანერგეს თქვენმა სათაყვანებელმა ლიბერტიანელებმა?
რომ კითხოთ, ვითომ ევროინტეგრაციის მომხრეები არიან. თუ ევროპა გინდათ, მაშინ შემოვიღოთ იგივე რეგულირებები, რაც ევროკავშირშია.
4 ივლისი, 17:30
ყველა მთავრობისგან ელის სასწაულს,მაგრამ მთავრობა იმაზე კარგი ვერ გახდება,ვიდრე არის. გულზე ყველამ ხელი დაიდოს და აღიაროს,რა გაუკეთებია იმისათვის,რომ ქალაქში ჰაერი არ დაბინძურებულიყო,ჩვენ ის ერი ხომ არ ვართ,რომელსაც სანაგვესთან მიტანილი ნაგავს ძირს ყრის,ან სადაც ვცხოვრობთ იმას რო ვაპარტახებთ. სხვაზე ხელის შეწმენდა ადვილია,მაგრამ რაღაც შეცვლა ძნელია,მითუმეტეს ერი უვიცი და უვარგისი,ნახედნი და ღონიერია.როცა ქალაქში მცხოვრებ "მიმინოს" და "ხოხობს" საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა "სოფლელობათ" მიაჩნიათ და სოლარიუმში გაშხლართვა მაღალი საზოგადოების დამახასიათებელია,როცა ლეღვის ნახარშით ათობით გოგონა მიდის ექიმთან და მერე ეს გოგონა გენდერულ თანასწორობაზე გესაუბრება,რომელსაც მეტი უფლებები და გადაწყვეტილებებში მონაწილეობა უნდა,ეს გგონიათ საშველი?! ყველა,მდიდარი და ღარიბი მანქანით გადადგილდება ქალაქში და არც კი ფიქრობენ საკუთარ შვილებზე ან საკუტარ თავზე. ნებისმიერ დროს შემიძლია ავტომობილის ყიდვა,მაგრამ არ ვიყიდი. ხომ გაგიგიათ,იმოქმედე ლოკალურად,იაზროვნე გლობალურად.ყველა ვეცდოთ,შევცვალოთ ჩვენი მავნე ჩვევები და გადავრჩებით,სხვა გზა არააა
4 ივლისი, 17:18
პაციენტებისგან ვიცოდი,რომ ექიმების კვალიფიკაცია არ იყო კარგი,მაგრამ თავად ექიმის თვალით დანახული სულ სხვაა. რა უნდა თქვა ამ დროს არ ვიცი. ჩემი აზრით,პრობლემა არ მდგომარეობს გამონაბოლქვში ან ანტენების რადიაში. ყველა პრობლემის სათავე ეკონომიკური სიდუხჭირეა. ნებისმიერი მოქალაქის საავადმყოფოშია,აპოლონში თუ გასტრონომში პირველადი დაინტერესება არის ფულის შოვნა. ნებისმიერი კლინიკა ცდილობს ბევრი ფულის შოვნას გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. საყოველთაო დაზღვევამ ეს მექანიზმი ასაზრდოვა,რადგან სანამ დაზღვევით გათვალისწინებული თანხა არ ამოიწურება არ უშვებენ პაციენტს. ჩემი მეგობარი,რომელიც ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით კომატუზურ მდგომარეობაში იყო,ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები ტვინში. გაუკეთდა ოპერაცია და ამოკვეთეს ჰემატომები ყველა ერთის გარდა. არ გარისკეს და გვიპასუხეს,რომ სარისკო იყო მისი ამოკვეთა და თავისით "გაიწოვდა". მოვიძიეთ თანხა და გვინდოდა იტალიაში მისი მკურნალობა,მაგრამ არ გამოწერეს. მის ოჯახის წევრებს აიმედებდნენ,რომ გამოკეთდებოდა. შემდეგ დაზღვევის თანხა რომ ამოიწურა,გვითხრეს რო შეგვეძლო წაგვეყვანა იტალიაში. იტალიელი ექიმების მკურნალობით მოვიდა გონს და რეაგირებდა,ახლობლებს სცნობდა. იტალიელმა ექმიმებმა გვითხრეს,რომ დაგვიანებული იყო მისი მკურნალობა და თუ პროგრესი განაგრძო ეს სასწაული იქნებოდა. სასწაული არ მოხდა და გარდაიცვალა. ხშირად მიფიქრია,რომ არა ქართველი ექიმების და კლინიკის ადმინისტრაციის სიხარბე,შეიძლება ეცოცხლა. ადამიანმა ადამიანობა დაკარგა და მანქანის რა ბრალია.
4 ივლისი, 16:49
მდაა..ვიღუპებით ნელ-ნელა...
4 ივლისი, 16:46
ტექდათვალიერება რომ შემოიღეს მარტო, ეს უშველის საქმეს? რა საწვავი შემოდის- მოწმდება? ან რა სურსათი და რა პროდუქცია შემოდის, ვინმე ამოწმებს? საცდელ კურდღლებად გადაგვაქციეს და ჩვენი მთავრობა ცხოველებს დასდევს, სექსი აუკრძალონ.
0 1 9