x
რა არის რეალურად კარმა და როგორ გამოვიყენოთ იგი პრაქტიკაში
image



მრავალი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს კარმა ცხოვრებაზე. მიჩნეულია, რომ კარმა არის კეთილი და ბოროტი საქმეების ჟამი, რასაც წუთისოფლის სტუმარი ყოველ ნაბიჯზე დაატარებს როგორც ტვირთს ჟამითიჟამად ჩადენილი ცოდვებისა თუ მომუშაკებული მადლის მიხედვით. სწორედ კარმაზე არის დამოკიდებული ადამიანის ბედი და მომავალი, ამიტომაც ისინი, ვისაც სჯერა კარმის, ყოველთვის ცდილობენ ისე მოიქცნენ, როგორც თვითნ სურთ, რომ სხვები მოექცნენ.



თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, უფრო სწორად ლეგენდა, რომლის მიხედვითაც საუბარია კარმაზე, როგორც გაზის გამათბობლის ერთ-ერთ სახეობაზე. ამ სტატიაში სწორედ ამ ვერსიას გავყვებით და შემოგთავაზებთ სხვადასხვა ფაქტებს კარმის შესახებ.



კარმა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი გაზის გამათბობლების კომპანია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც. იგი შეიქმნა 1910 ჩეხეთში Karel Macháček-ის მიერ. სახელი კარმაც სწორედ მისი სახელის პირველი სამი ასოდან მოდის, მაგრამ ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას კარმის დიდი რწმენა ჰქონდა და ამიტომაც დაარქვეს სახელი კარელი.




თავდაპირველად კომპანიას საკმაოდ უჭირდა ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, რადგან რამდენიმე უცხოური კომპანია გაზის გამათბობლების იმპორტს ახორციელებდა. თუმცა მეოცე საუკუნის 30-იანი წლებისკენ კარმამ თავისი გაიტანა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოახერხა, რომ თავის ქვეყანაში გამხდარიყო წამყვანი კომპანია ამ სფეროში. მას შემდეგ კარმამ განიცადა მრავალი აღმასვლა თუ კრახი, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, დღესდღეობით იგი გახლავთ წამყვანი გაზის გამათბობლების კომპანია პოსტსაბჭოთა სივრცეში.



დღესდღეობით კომპანიაში მუშაობს 160–ზე მეტი ადამიანი, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ აბსოლუტურად ყველა მომუშავის სახელი უნდა იწყებოდეს 'კარ'-ით, რათა კომპანიას კარმის ძალა არ მოაკლდეს და კვლავ განაგრძოს მაღალ დონეზე ფუნქციონირება.



რაც შეეხება კარმის პრაქტიკაში გამოყენებას, ამისთვის საკმარისია, უკვე დამონტაჟებულ გამათბობელზე გადავატრიალოთ გადასატრიალებელი მოწყობილობა და დავაყენოთ შესაბამის ტემპერატურაზე, რათა ზაფხული გავატაროთ თბილად.


ბოლოს კი სტატია მინდა დავასრულო ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსის კონფუცის სიტყვებით: 當憤怒升起時,想一想後果 (Dāng fènnù shēng qǐ shí, xiǎng yī xiǎng hòuguǒ)


3
74
3-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ხიზანიშვილი
ირაკლი ხიზანიშვილი
74
  
2018, 4 ივლისი, 15:47
დიახ ნამდვილად დიადი სიტყვებია და მართლაც სჯობს ცენტრალური :D
2018, 4 ივლისი, 15:37
მივხვდი, კონფუცი რას იტყოდა - ,,კარმას ცენტრალური გათბობა სჯობსო,,)))))
0 1 3