x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
#გაიყოლე და იკითხე ყველგან - მცირეფორმატის წიგნები, რომლებსაც ყველგან მოათავსებთ
image

ზაფხულის ცხელ დღეებში საცობში ყოფნაზე ცუდი არაფერია. თუმცა ეს თბილისური რეალობის გარდაუვალი ნაწილია. ამ დროს სოციალური ქსელების თვალიერება და სხვების დასვენების ფოტოების ყურება კი ადამიანის ნერვებზე უარესად მოქმედებს. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი კითხვაა. წიგნი ხომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია და სწორედ ის დაეხმარება ზაფხულის ცხელი დღეების სირთულეების მარტივად გადატანაშიც.

თუმცა სქელტანიანი წიგნების თან ტარება და სამსახურისკენ მიმავალ გზაზე კითხვა ადვილი საქმე ნამდვილად არაა. სწორედ ამიტომ გამომცემლობა „პა­ლიტ­რა L-მა“ განსაკუთრებულად იზრუნა მკითხველების ინტერსების დაკმაყოფილებზე და გამოსცა მცირე ფორმატის წიგნები სერიის „ერთი მოთხრობის“ ფარგლებში.

#გაიყოლე - ეს კი იმ კამპანიის სახელწოდებაა, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებს, თან გაიყოლონ წიგნები და იკითხონ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. „პა­ლიტ­რა L-ის“ მარკეტინგის მენეჯერის, თაკო ახვლედიანის განმარტებით, პროექტი „ერთი მოთხრობა“ კითხვის მაქსიმალურად ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


„მომხმარებელს მცირე ფორმატის წიგნები შევთავაზეთ, რომლეთა თან წაღებაც მარტივია და ადამიანს შორ თუ ახლო გზაზე მგზავრობას უმარტივებს, უხალისებს. ამავე მიზნით, წამოვიწყეთ ახალი კამპანიაც - #გაიყოლე სერიის ფარგლებში ქართველი და უცხოური ავტორების 45 წიგნია დაბეჭდილი. მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერი გემოვნების და ინტერესების მქონე მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, რომ მისთვის საინტერესო წიგნები შეარჩიოს და მგზავრობის დამღლელი პროცესი სასიამოვნოდ აქციოს, “ - განმარტავს თაკო ახვლედიანი.

პრო­ექტის „ერთი მო­თხრო­ბა“გა­მო­ცე­მა „პა­ლიტ­რაL-მა” 2017 წელს და­ი­წყო და ამ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე 45 მცი­რე ზო­მის წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს შო­რის ეხ­ვდე­ბით რო­გორც მსოფ­ლიო კლა­სი­კოს­თა, ასე­ვე ქარ­თველ მწე­რალ­თა მოთხრობებს. გარ­და ამი­სა, „ერთი მო­თხრო­ბა“ უც­ნო­ბი ავ­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა და მკი­თხველს ახა­ლი მწერ­ლე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლევს.




0
10
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0