x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თბილისში რუსი მფრინავის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თურქი ბოევიკი დააკავეს
image
თურქული მედია იტყობინება, რომ სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის მოქალაქე სერკან ქურთულუში.

თურქული სპეცსამსახურების განცხადების თანახმად, სერკან ქურთულუში ეჭვმიტანილია რუსეთის სამხედრო მფრინავის, ოლეგ პეშკოვის მკვლელობაში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავი Su-24 VKS RF- განადგურებული იქნა სირიის ჩრდილოეთ რეგიონში თურქული საჰაერო ძალების მებრძოლების მიერ.

ქართულმა პოლიციამ სერკან ქურთულუში 29 ივნისს თბილისში დააკავა. ამ დროისთვის იგი ქალაქ რუსთავის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. ანკარამ უკვე მიმართა თბილისს განცხადებით, სადაც ითხოვენ რუსეთის მფრინავის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბოევიკის ექსტრადიციას.


თურქი სამართალდამცველების განცხადებით, ქურთულუში 18 კაციანი კრიმინალური დაჯგუფების წევრია.

მანამდე, გასული წლის მაისში, ამ ჯგუფის ერთი წარმომადგენელი დააკავეს თურქეთში. ალპარსლან ჩელიკმა პირველად კამერების წინ განაცხადა, რომ მან მოკლა რუსი მფრინავი. სასამართლო პროცესზე კი უარყო მიცემული ჩვენება.

თურქეთის სასამართლომ ალპარსლან ჩელიკი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0