x
მეტი
  • 17.07.2018
  • სტატია:78709
  • ვიდეო:331443
  • სურათი:435333
ლეიკერსს სურს, კვლავ გახდეს დიდი გუნდი

image
უკანასკნელი წლები ვერ იყო საუკეთესო ლოს-ანჟელეს ლეიკერსისათვის. ოდესღაც დიადი გუნდი მყარად ჩაეწერა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აუტსაიდერთა რიგში, მაგრამ მომავალ სეზონიდან ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. გუნდის ხელმძღვანელობას მყარად აქვს გადაწყვეტილი, დაიბრუნოს ძველი დიდება.

პირველი დიდი ნაბიჯი გაკეთებულია. ლეიკერსმა შეიძინა კლივლენდისგან ლებრონ ჯეიმსი. ეს არის უკანასკნელი სეზონების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი ასოციაციაში.

მაგრამ, როგორი დიდი კალათბურთელიც არ უნდა იყოს ლებრონი, ის მარტო ვერ შეძლებს, აიყვანოს გუნდი ახალ მწვერვალებზე. ეს კი ძალიან სჭირდება ლეიკერსს, რომელსაც სურს, უკვე მომავალი სეზონიდან ჩაერთოს საჩემპიონო რბოლაში.imageამისათვის კი მას სჭირდება კიდევ ერთი ვარსკვლავი მაინც.

ლოს-ანჟელესში თვლიან, რომ კავაი ლეონარდი სან-ანტონიო სპურსიდან, არის სწორედ ასეთი კალათბურთელი.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ლეონარდმა განაცხადა, რომ სურს ტეხასის დატოვება. ასეთ განცხადებას არ გამოუწვევია დიდი ენთუზიაზმი მის გუნდში. დაძაბულობა მოთამაშესა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის აისახა სან-ანტონიოს თამაშზე სეზონის ბოლოს, როდესაც ის გამოიყურებოდა ძალიან უფერულად.

სან-ანტონიო არ არის წინააღმდეგი ტრანსფერის, მაგრამ აყენებს საკუთარ პირობებს. გუნდს სჭირდება განახლება და ახალი სისხლი და ამისათვის ლეონარდოს ტრანსფერი არცთუ ცუდი შესაძლებლობაა. მით უმეტეს, აზრი არა აქვს, დაიტოვო გუნდში მოთამაშე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

ლეონარდო, რომელიც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო დაცვითი სტილის მოთამაშედ ასოციაციაში, საკმაოდ წარმატებით თამაშობდა ლებრონის წინააღმდეგ. ამდენად, ძალიან საინტერესო იქნება მათი ახალი შეხვედრა, ამჟამად ერთი გუნდის რიგებში.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:გრიგოლ ნიკოლეიშვილი
გრიგოლ ნიკოლეიშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0