x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გაიგეთ რა რისკთან არის დაკავშირებული მარილის გადაჭარბებული ოდენობით მოხმარება

imageმარილი დიდი ხანია მოიხმარება ადამიანის კვების რაციონში, რადგან ის განსაკუთრებულ გემოს აძლევს ნებისმიერ კერძს და ენის რეცეპტორების გაღიზიანებას ახდენს. თუმცა ეს პროდუქტი ძალიან საზიანოა სხეულისთვის, როცა მისი მოხმარება ხდება ნორმაზე მეტად. ძნელია შეინარჩუნო მარილის სწორი ოდენობა, რადგან სურსათის მწარმოებლები მარილს ყველაზე გავრცელებულ მზა პროდუქტებში ათავსებენ. მიუხედვად ამისა, ბევრი ეთანხმება, რომ ჯანმრთელი სხეულისათვის საჭიროა მარილის ამოგდება კვების რაციონიდან, რის შემდეგაც ადამიანი დაუყოვნებლივ გრძნობს თავს უკეთესად. სინამდვილეში კი, მარილი საჭიროა, რადგან ის მნიშვნელოვან ელემენტს - ნატრიუმს შეიცავს. სწორედ მარილით რეგულირდება არტერიული წნევისა და სისხლის მიმოქცევის ზოგადი მდგომარეობა ორგანიზმში. ორგანიზმს პრობლემები ექმნება, როცა ადამიანი წყვეტს მარილის მოხმარებას.imageნატრიუმის ქლორიდის მომატებული შემცველობისას ხდება სისხლის წნევის მომატება და ამიტომ ეს ნივთიერება უნდა იყოს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის რეგულირებისათვის. მთავარია სწორი ბალანსის დაცვა, მარილის ჭარბი ოდენობა ხელს უწყობს გულის, ტვინისა და არტერიული წნევის პროვოცირებას, ასევე ქმნის ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც და შესაძლოა ქრონიკულ მდგომარეობამდეც კი მიიყვანოს ადამიანი. მარილი არეგულირებს კუნთებისა და ნერვული სისტემის მუშაობას, ჰიპერმგრძნობელობა გამაღიზიანებელი ხდება მარილის დიდ რაოდენობით არსებობის შემთხვევაში.imageთირკმლების ფუნქციონირებისათვის საჭიროა ორგანიზმში ნატრიუმისა და კალიუმის სწორი თანაფარდობა, ხოლო მარილის გადაჭარბებულ არსებობა არღვევს ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსს, რასაც საბოლოოდ მივყავართ თირკმლებში სითხის მომატებასთან. მომატებული შეშუპებით მეტი რაოდენობის სისხლი გადადის ვენებიდან, რაც საფრთხეს უქმნის ჰიპერტენზიის განვითარებას. 2010 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა უარყოფითი ფაქტორების შესწავლას და აღმოჩნდა, რომ მარილის დიდი დოზა ხელს უშლის ტვინის შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარებას.

ორგანიზმისათვის დღის განმავლობაში საკმარისია 6 გრამი მარილის მიღება, რაც სავარაუდოდ ერთ ჩაის კოვზს გულისხმობს. სასურველია ყავის, ნიკოტინის, ალკოჰოლური სასმელების შემცირებაც, რათა ხანგრძლივად და ჯანმრთელად იმუშაოს ჩვენმა თირკმელმა.

0
26
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0