x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
P l a t i n a - კალიფორნიული მარგალიტი

1960-იან წლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მთელ საბჭოთა იმპერიაში(მათ შორის საქართველოში)კომუნიზმი და ათეიზმი მძვინვარებდა და რელიგიური გრძნობების ნებისმიერი გამოვლინება სასტიკად ისჯებოდა, სან-ფრანცისკოში, ამერიკის მოდერნიზმის ცენტრად აღიარებულ მეგაპოლისში სარბიელზე გამოდის ქრისტიანული(მართლმადიდებლური)სამყაროს ამომავალი ვარსკვლავი, შემდგომში ეკლესიის დიდ მამად წოდებული, ახალგაზრდა ამერიკელი სტუდენტი იუჯინ როუზი, რომლის ცხოვრებამ და მოღვაწეობამ უზარმაზარი
image
როლი ითმაშა მრავალი ადამიანის ცხოვრებაში მსოფლიო მასშტაბით.
image

იუჯინ(შემდგომში სერაფიმ)როუზი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, პროტესტანტული სარწმუნოების ოჯახში. მისი ახლობლების გადმოცემით ის ყმაწვილობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლთაგან და გართობაში დროის ტარების ნაცვლად, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ რა იყო მისი ამ ქვეყნად მოვლინების მიზეზი და რა ელოდა მის სულს გარდაცვალების შემდეგ. მან წარმატებით დაასრულა როგორც საშუალო სკოლა, ასევე უძველესი პომონას კოლეჯი და რადგან დასავლური ფილოსოფიის შესწავლით სულიერი წყურვილი ვერ მოიკლა, სწავლა განაგრძო სან-ფრანცისკოში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, იმის იმედით, რომ აქ მაინც მიაგნებდა პასუხებს მისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. იუჯინი სრულყოფილად ორიგინალში გაეცნო ბუდიზმს, ინდუიზმს და სხვა აღმოსავლურ რელიგიურ მიმდინარეობებს, მაგრამ რაც უფრო მეტად განისწავლებოდა, მით უფრო იძირებოდა უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში. თანაკურსელის რჩევით, ერთხელ ის მართლმადიდებლურ ტაძარში დაესწრო საღვთო ლიტურგიას და სწორედ აქ დასრულდა მისი ძიებანი, როგორც შემდგომ თავად გაიხსენებს: "მივხვდი, რომ ძიება დასრულდა და მე სახლში ვიყავი." იუჯინის ერთადერთი ინტერესი და საფიქრალი მართლმადიდებლობა გახდა, ის მოინათლა და მთელი არსებით ეკლესიური ცხოვრების წიაღში ჩაიძირა. მისი გონებისა და განათლების პატრონს გარანტირებული ჰქონდა უზრუნველი ცხოვრება და თავბრუდამხვევი კარიერა, მათ შორის ლეგენდარულ ბერკლის უნივერსიტეტში, სადაც დისერტაცია დაიცვა, თუმცა იუჯინისთვის ეს ყველაფერი უკვე მეასე ხარისხოვანი იყო. მან მიატოვა ყველაფერი, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ქალაქ პლატინასთან შეიძინა მიწის ნაკვეთი და დააარსა წმინდა გერმანე ალიასკელის სახელობის მონასტერი, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც პლატინას მონასტერი. imageწმინდა სერაფიმე საროველის პატივსაცემად, ბერად აღკვეცისას იუჯინს სახელად სერაფიმე ეწოდა და დაიწყო მისი მუხლჩაუხრელი მოღვაწეობა ქრისტიანობის განმტკიცებისათვის. image
მის კალამს ეკუთვნის არაერთი ნაშრომი და წიგნი, რომლებიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე მთელ მსოფლიოში.
დღესდღეობით პლატინას მონასტერი ერთ-ერთი გამორჩეული ქრისტიანული ნავსაყუდელია და აქ სულიერ საზრდოს იღებენ ადგილობრივი თუ სტუმრად ჩამოსული მომლოცველები. image
image
მონასტრის ხშირი სტუმრები არიან ქართველი მორწმუნენიც, რომელთაც საკმაოდ თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ადგილობრივ ბერ-მონაზვნებთან. აქ უკვე კარგად იცნობენ საქართველოს ისტორიას და ტრადიციებს, ტაძარში წმინდა თამარის ხატთან ლოცულობენ image
და დღესასწაულებზე ჩვენი თანამემამულეების პატივსაცემად ქართულადაც გალობენ.

სამწუხაროდ, ხშირად შეინიშნება მცდელობა, როცა გაბარიტებით დიდი ქვეყანა ცდილობს, თავი მართლმადიდებლობის მესაჭედ წარმოაჩინოს და უპირატესის რანგში იყოს სხვებთან შედარებით, თუმცა რაოდენობა და მასშტაბები რომ ხარისხს არ განსაზღვრავს, ეს ყველას კარგად მოეხსენება და ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია. ქვეყანას, რომელსაც ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვთისმებრძოლის და ანტიქრისტიანის გვამი დედაქალაქის შუაგულში ჰყავს დასვენებული, დიდი პატივითა და რუდუნებით, არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს საუკეთესოობაზე, თუნდაც ამერიკის შედარებით ახალგაზრდა ეკლესიასთან მიმართებაში, სადაც რუსეთისაგან განსხვავებით, არასოდეს ყოფილა მართლმადიდებლობის დევნა და მიუხედავად პროცენტულად მცირე რაოდენობისა(7 მილიონი ადამიანი), ძალიან ღირსეულ და ერთგულ მორწმუნე საზოგადოებას აერთიანებს. აქაურ სემინარიებსა და აკადემიებში ფეხს იდგამენ და განისწავლებიან იმედის მომცემი ახალგაზრდები, რომელნიც სერაფიმ როუზის დარად კარგად ერკვევიან, როგორც სასულიერო, ისე საერო მეცნიერებებში.

ამჟამად ამერიკის მიწაზე მოღვაწეობს ქრისტიანული სამყაროს ცოცხალი ლეგენდა, ათონის მთის უხუცესი მოჰიკანი, 80 წლის არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი, რომელმაც ამ ქვეყანაში არაერთი დიდებული მონასტერი დააფუძნა და უშურველად ეხმარება ყველას, ვინც ოკეანისგაღმა მისი სიტყვისა და დარიგების მოსასმენად მიისწრაფვის.

p.s. ერთხელ საქართველოში სიწმინდეთა მოსალოცად ათონელი ბერები იყვნენ ჩამოსულები და გადაწყვიტეს მამა გაბრიელს გასცნობოდნენ. როდესაც დარწმუნდნენ, რომ საქმე ნამდვილად დიდ ბერთან და მოღვაწესთან ჰქონდათ, გაბრიელს ათონის მთაზე გადასვლა შესთავაზეს, რაზეც მან მოკრძალებით უპასუხა, ჩემი ათონი აქ არისო... ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის უმთავრესი მოყვასისა და ღმერთის თავდადებული, უანგარო სიყვარულია, და მაშინ, სადაც არ უნდა იყო, რომელ ქვეყანაშიც, პლატინაც შენშია, ალავერდიც, ათონიც და იერუსალიმიც!!!

p.p.s. დღეს 4 ივლისია!image




0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:კალიფორნიელი
კალიფორნიელი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0