x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დალიეთ უზმოზე სოდიანი წყალი და დაემშვიდობეთ უამრავ დაავადებას
საკვები სოდა უნივერსალური საშუალება. ის არა მხოლოდ დასვრილი ქურისა და ჭურჭლის გასაწმენდად, არამედ მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ გამოგადგებათ.

image

სოდის თვისებები


1. აღადგენს მჟავა-ტუტოვან ბალანსს

ცხოვრების და კვების არასწორი რეჟიმის გამო, ბევრ ადამიანს აღენიშნება აციდოზი – ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის ერთ-ერთი ფორმა. მისთვის დამახასიათებელია მჟავა ნივთიერებების მატება ტუტოვანთან შედარებით.


მსგავსი დარღვევა გულძმარვას და ბაქტერიების გამრავლებას იწვევს, რის შედეგადაც საბოლოოდ გასტრიტი და წყლული ყალიბდება.

სწორედ უზმოზე მიღებულ სოდას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ეს უსიამოვნო მოვლენები.

image


2.აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას

სოდა ნაწლავებსაც ასუფთავებს, გამოაქვს შლაკები და ტოქსინები. არეგულირებს მეტაბოლიზმს. სოდის წყალობით უჯრედები ჟანგბადით მდიდრდებიან და მისი დეფიციტი აღარ აქვთ.


image


3.ხელს უწყობს გახდომას

ჭარბი წონით უამრავი ადამიანი იტანჯება. მათ ალბათ გაახარებთ იმის გაგება, რომ ჭარბ წონასთან ბრძოლაში მათ სოდა დაეხმარებათ.

სოდის მიღების შემდეგ ქვეითდება მადა და ცხიმოვანი ნადებები დაშლას იწყებენ. ამასთან, სოდა ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის, რაც ასევე დადებითად აისახება წონაზე. გაწმენდილი ორგანიზმი საკვებს უკეთ გადაამუშავებს და ინელებს, რაც გახდომას უწყობს ხელს.


image


4.ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას

ბოლო დროს ბევრი იწერება სოდით მკურნალობაზე, სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ან მათი პროფილაქტიკის შესახებ.

სოდით მიღებას გვირჩევს რუსი ექიმი ნეუმივაკინიც–სოდა სიმსივნის, ინფარქტის და ინსულტის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ სოდით მკურნალობას უამრავი სკეპტიკოსი ცერად უყურებს, ეს თეორია ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

image

5.აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას

სოდის მიღების ხანმოკლე კურსს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაჯანსაღება შეუძლია.

სოდის გონივრული მოხმარება დადებითად აისახება ლიმფურ სისტემაზე, ძლიერდება იმუნიტეტი. ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემა გამართულად იწყებს მუშაობას.

image

იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ, საჭიროა სოდა სწორად გამოვიყენოთ. ნახევარი ჩაის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჭიქა ცხელ, ადუღებულ წყალში. მიიღეთ უზმოზე. სამი დღე მიიღეთ, სამი დღე დაისვენეთ. კურსის ხანგრძლივობა თქვენზე, უფრო სწორად კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ იგრძნობთ თავს.

რატომ უზმოზე? იმიტომ, რომ ორგანიზმში მოხვედრისას სოდა იმ მჟავების განეიტრალებას ახდენს, რომელსაც კუჭი საკვების მიღების შემდეგ გამოყოფს.


1
892
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
892
  
2018, 11 აგვისტო, 18:13
მე მთელი 2 თვე ვსვი...
0 1 1