x
მეტი
  • 13.12.2018
  • სტატია:83698
  • ვიდეო:334483
  • სურათი:441769
უგანდელი ქალები ცდილობენ ქმრებისთვის სექსზე გადასახადი დააწესონ

image

არისტოფანეს კომედიაში "ლისისტრატეში", რომელიც შექმნილია დაახლოებით ძვ. წ. ა. 411 წელს. მოგვითხრობს ქალბატონის შესახებ, რომელმაც ქალური „სექსუალური გაფიცვის“ მეშვეობით შეაჩერა ომი სპარტასა და ათენს შორის.


ამ დროს კომედიაში მშვიდობის ინიციატორებად გვევლინებიან ძველი ელადის ქალები და გოგონები, რომლებიც ძალიან დაღალა ამდენმა ომებმა და განშორებებმა. ქალები გაერთიანდნენ ათენელი ლისისტრატეს მეთაურობით და განმარტოვდნენ აკროპოლისში. იქ ჩაკეტილები უარს ამბობენ მამაკაცებთან ინტიმურ კავშირის დამყარებაზე მანამ, სანამ ბოლო არ მოეღება ომებს. მამაკაცების ყველა მცდელობა სიტუაციის შესაცვლელად სრულდება კრახით.უცნობია რეალურია თუ არა ეს ამბავი, თუმცა ანალოგიური ხდება დღეს უგანდაში.


უგანდაში დაიწყო ქალთა მოძრაობა "$6 Sex Tax»-თავისებური აჯანყება ზარმაცი ქმრების წინააღმდეგ, ადგილობრივი ქალები დაიღალნენ იმისგან, რომ მრავალი ქმარი არ ასრულებს საოჯახო მოვალობებს და ძალიან ბევრსს სვამენ(ისევე როგორც ყველგან მსოფლიოში), ცოლები მათგან ითხოვენ გადასახადს სექსში-6$, თანაც შემთხვევით არაა შერჩეული, ესაა სიმბოლო, რომელშიც უკვე 30 000 ქალია ჩართული.


ანალოგიური შემთხვევები მსოფლიოში:

2003 წელს ლიბერიაში ორგანიზაციამ "ლიბერიის ქალების მასობრივი აქცია მშვიდობისათვის" ლეიმი გბოვის მეთაურობით მოაწყო "სექსუალური გაფიცვა", რამაც ხელი შეუწყო სამოქალაქო ომის შეწყვეტას.


2006 წელს კოლუმბიაში ბანდიტების ცოლებმა და საყვარლებმა გამოაცხადეს „გადაჯვარედინებული ფეხების გაფიცვა“, რათა ბანდებს შორის სისხლიანი გარჩევები აღეკვეთათ. 2010 წელს მკვლელობების რიცხვი ქალაქ პერეირაში 26, 5 %-ით შემცირდა.


2009 წელს კენიაში ქალთა ორგანიზაციებმა მოუწოდეს ქალებს, რომ არ დაკავებულიყვნენ სექსით მამაკაცებთან, სანამ არ იქნებოდა მიღწეული შეთანხმება ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ისინი მზად იყვნენ მეძავებისთვისაც კი გადაეხადათ ფული, რათა ამ გაფიცვას შემოერთებოდნენ.




0
52
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0