x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ადამიანის შესაძლებლობები ამოუცნობია, ადამიანები, რომლებიც 6 წუთს და ბევრად მეტს ძლებენ წყლისქვეშ უჟანგბადოდ

image
ბევრჯერ მიხსენებია ჩემს სტატიებში შორეული ნაოსნობის კაპიტანი რომ მყავდა ბაბუა, თითქმის ორმეტრიანი, გოლიათი სოხუმელი კაცი.
მან შემაყვარა ზღვა და საერთოდ წყალი. დღეს, რომ შტორმის პირობებში შევდივარ ზღვაში საბანაოდ გაკვირვებული დამსვენებლების თვალწინ, ისევე, როგორც ეს გავაკეთე ანაკლიაში გუშინ, მისი დამსახურებაა.
ვიხსენებ უკრაინაში გატარებულ ბავშვობას და მეცინება, როცა მახსენდება თუ როგორ კეტავდნენ გასაღებით აბაზანის კარს, როცა მბანდნენ, რადგან როგორც კი წამისვამდნენ საპონს, ეგრევე დედიშობილა გავრბოდი აბაზანიდან ყვირილით.
ბაბუა კი დაყვავებით, მოფერებით, გეგმაზოემიერად მასწავლიდა სწორ სუნთქვას, ზღვის და მთის მდინარეების თუ ტბის თავისებურებებს მოცურავისათვის და პარალელურად, ცურვასაც მასწავლიდა, მისმა შეგონებებმა და სწორად შერჩეულმა ვარჯიშებმა ძალზე შემაყვარა ზღვა და საერთოდ, ცურვა და ყვინთვა.
ადამიანის თავის ტვინში ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტიდან 5 წუთის მერე იწყება შეუქცევადი პროცესები და ტვინი იყწებს შეშუპებას, რაც ადამიანის დაღუპვას იწვევს.
ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ თავად ბაბუაზე და სხვა ადამიანებზე, რომლებიც უპრობლემოდ ძლებდნენ წყლის ქვეშ 6 წუთს და მეტსაც, ჟანგბადის ბალონის გარეშე. თავად ბევრჯერ ვარ შემსწრე, როგორ გადაეშვებოდა ბაბუა ზღვაში და ასობით დამსვენებლის გაფართოებული თვალების და შეშფოთებული სახეების ფონზე როგორ ამოუყვინთავს 6 წუთის მერე უპრობლემოდ.
"ფრანგები, ხორვატები და იტალიელები არიან ამ საქმის დიდოსტატები ბაბუა, ასე მიხსნიდა ბაბუა, მთავარია, სწორი სუნთქვა და წყალში ჩასვლამდე ჩასუნთქული ჰაერის სწორად მიწოდება თავის ტვინისათვის."
სიმართლე გითხრათ, თინეიჯერობისას ბევრი ნაძლევი დამიდია და მომიგია, 4 წუთის ფარგლებში წყლის ქვეშ გაჩერებულ მდგომარეობაში ვყოფილიყავი.
უკვე იმ ასაკში არა ვარ, ნაძლევი დავუდო ვინმეს, მაგრამ მსურველებს შემიძლია ავუხსნა და რეალურადაც ვაჩვენო 4 წუთით წყლის ქვეშ გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნა.
არასდროს გამირისკავს 4 წუთზე მეტხანს გავჩერებულიყავი წყლის სიღრმეში, იქნებ ოდესმე ვცადო, მაგრამ არა ახლა.
გთავაზობთ სრულიად რეალურ ვიდეოს, როდესაც რუსმა ახალგაზრდა მამაკაცმა 8 წუთზე მეტი გაძლო წყლის ქვეშ ჟანგბადის მიწოდების გარეშე და რუსეთის რეკორდი დაამყარა, მსოფლიოს რეკორდი კი ჯერჯერობით ხორვატ პეტერ კოლატს ეკუთვნის და 22 წუთზე მეტია.


0
147
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0