x
მეტი
  • 11.12.2018
  • სტატია:83612
  • ვიდეო:334407
  • სურათი:441560
გენდერული თანასწორობა მხოლოდ ქალების უფლებების დაცვას არ გულისხმობს!

როდესაც გენდერულ თანასწორობაზე საუბრობენ, ყოველთვის იგულისხმება, რომ საუბარი ქალის უფლებების დაცვაზეა. მაგრამ, იმაზე არავინ დაფიქრებულა, რომ მამაკაცის უფლებებიც ირღვევა. მათ, შესაძლებელია ისეთი პრობლემები არ ჰქონდეთ, როგორც მსუბუქი სქესის წარმომადგენლებს, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, მამაკაცები ყველაზე ძვირფასს – საკუთარი სიცოცხლის 5–7 წელს (შესაძლებელია, უფრო მეტსაც)კარგავენ.


image


სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია. მასზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს. მათ შორის: სოციალური სტაბილურობა, ეკონომიკური კეთილდღეობის დონე, მედიცინის დონე და ხელმისაწვდომობა, საყოფაცხოვრებო კომფორტი, მოსახლეობის განათლება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სფეროში. თუმცა, ერთი რამ, თითქმის ყველა ქვეყნისთვის საერთოა: ქალები, საშუალოდ, 7–10 წლით უფრო მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები.

2014 წ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, დაფიქსირებული კანონზომიერების მიზეზის დასადგენად, სამეცნიერო კვლევების მთელი სერია ჩატარდა. ათასობით მამაკაცის გამოკითხვის და სტატისტიკური მონაცემების შესწავლის შედეგი კი ასეთია:imageI. სტატიტიკის მიხედვით, დაქორწინებული მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მათი დაუქორწინებელი თანატოლების. ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება არა მარტო უხანგრძლივებს მამაკაცს სიცოცხლეს, არამედ, უზრუნველყოფს მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ აქტიურობას, საკმაოდ ხანდაზმულ ასაკშიც კი.imageII. მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფის ტვირთი, მთლიანად მამაკაცს არ აწევს მხრებზე.

იგივე სტატისტიკის თანახმად, დასაქმებული ქალის მეუღლე ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე დაუსაქმებლის. ამის მიზეზი კი, როგორც გაირკვა, ის არის, რომ მამაკაცისთვის დიდი სტრესია, როდესაც ოჯახის კეთილდღეობა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ძლიერ სქესზე საშინელ გავლენას ახდენს ფრაზა: «მამაკაცი ვალდებულია».

ისინი ამ ვალდებულებას არ გაურბიან, მაგრამ «მაშველი რგოლის» გარეშე «ცურვა», ფსიქოლოგიურად, ადვილი არ არის. მამაკაცი ბევრად უფრო მშვიდად არის, თუ ოჯახში კიდევ ვინმეა დასაქმებული.


ამ ინფორმაციის გაცნობის შებდეგ, ბევრი დიასახლისი იტყვის ან გულში მაინც გაიფიქრებს: «სახლი, ბავშვები, სამზარეულო... და ახლა კიდევ მუშაობა?!».

მაგრამ, დაფიქრდით და ამას სხვა თვალით შეხედეთ:imageI. როგორც ცნობილია, ვისაც ფული აქვს, მის ხელში არის ძალაუფლებაც. ეს უკანასკნელი კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ადამიანს აფუჭებს. ყველაზე წყნარი მამაკაციც კი, შეიძლება მონსტრად იქცეს სიტუაციაში, როდესაც მთელი ფინანსური რესურსი მხოლოდ მის ხელშია. ქალი, მის ყველანაირ საქციელზე (სმა, ღალატი, ჩხუბი), თვალს ხუჭავს, რადგან ფინანსურად არის დამოკიდებული მასზე.imageII. თუ საუბარი მაღალი წრის საზოგადოებაზე არ არის, სადაც უმუშევარ ქალს შეუძლია თავისუფალი დრო ისე გაატაროს, როგორც მოესურვება (მაგ., გამოფენებზე სიარული, ვიზიტები სილამაზის სალონებში, თუ ფიტნეს დარბაზებში და ა. შ. სადაც მას ურთიერთობა აქვს მისივე წრის სხვა ადამიანებთან), ქალმა თუნდაც იმიტომ უნდა იმუშაოს, რომ სხვა ადამიანებთან დაამყაროს სოციალური ურთიერთობა – ტელევიზია და ინტერნეტი კარგია, მაგრამ ცოცხალი ურთიერთობაც აუცილებელია.imageIII. სამუშაო, განსაკუთრებით კი საყვარელი საქმე ამაღლებს ადამიანის თვითშეფასების დონეს. სამუშაოზე შეიძლება თვითრეალიზება, წარმატების მიღწევა, ჩნდება სიამაყის გრძნობა შესრულებული სამუშაოს გამო, რაც ძალიან პოზიტიური გრძნობაა და რა თქმა უნდა, არც საკუთარი თავის ცხოვრებაში დამკვიდრება არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეუღლე მდიდარია, ქალმა საყვარელი სამუშაო არ უნდა დატოვოს, რადგან დედა საინტერესო და მისთვის საყვარელი სამუშაოთი, – დიდი ავტორიტეტია შვილებისთვის და გარკვეული პერიოდის თანაცხოვრების შემდეგ, არც ქმრისთვის გახდება ის მოსაწყენი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში არის გამართლებული, თუ ბავშვი ჯანმრთელია, ხშირად არ ავადმყოფობს და მისი ასაკი 2 წელს აღემატება. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი სხვაგვარადაა... მსხვერპლის გაღებაც საჭირო არის.imageIV. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ოჯახური ურთიერთობა არ აეწყოს და მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ. ამ შემთხვევაში, სამუშაო არა მარტო დეპრესიის დაძლევაში ეხმარება ქალს, არამედ ფინანსური «პარაშუტის» როლსაც ასრულებს, – ოჯახური «ბუდის» დანგრევის შემდეგ, მარტო ან შვილებთან ერთად დარჩენილი ქალისთვის.imageP. S.

imageნებაყოფლობითი «განაჩენი»!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageროცა ყველაფერი მქონდა...
ცოლმა და ქმარმა 30 წელი ერთად იცხოვრეს...

პასუხი კითხვაზე, თუ რა სურთ ყველაზე მეტად ქალებს?

ძირეული განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის



0
49
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0