x
image
მოზამბიკელი
ზაზა სარალიძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მორიგი კამპანია დაიწყო!
მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჯდომარე აქცია დაიწყო, სოციალურ ქსელში მის მიმართ აგრესიულმა კომენტარებმა იმატა. კომენტარების ავტორთა უმეტესობას Facebook ანგარიში ან ახალი შექმნილი აქვს, ან სხვის სახელსაა ამოფარებული ანუ ე.წ fake. რამ გამოიწვია ამ ადამიანების გააქტიურება და ვინ შეიძლება იდგეს მათ უკან, დასკვნა თქვენ გამოიტანეთ, თუმცა არ მგონია, რაიმე საერთო ჰქონდეს ამ ყველაფერს მორალთან და სამართლიანობასთან.

imageკონკრეტული სახელის მქონე ადამიანები სოციალურ ქსელში შვილმკვდარ მამას "შვილის სულით მოვაჭრესა" და "ურწმუნო თომას" უწოდებენ, ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ სარალიძე საზოგადოებას მასხარად იგდებს და რეალურად გარდაცვლილი შვილის საქმე კი არა, ფული აინტერესებს.

"არ ვაპირებდი, მაგრამ იძულებული გავხდი კომენტარი გამეკეთებინა ბაკაშვილო, თქვენს თხუზულებაზე. გთხოვთ! გაანებე თავი ჩვენს დამოძღვრას და თანაც შორიდან. არ მინდა გავიხსენო კახური ანეკდოტი, რომელიც ზედგამოჭრილი იქნებოდა შენზე. ვატყობ, სიმართლის დაუოკებელი სურვილი გტანჯავს და იქნებ 2-3 დღით მაინც ჩამოხვიდე და დაეხმარო სარალიძეს. მე არ დავუდგები, იმიტომ ეგ პიროვნება არის ურწმუნო თომა და ქართველ ხალხს მასხარად იგდებს და ამისთანა ნაძირალას სულ სხვა რამ აინტერესებს. ეს არის ნაძირალა შვილის სულით მოვაჭრე პიროვნება და მეტი არაფერი. საქართველოში სააკიანის მთავრობას ოჯახები ამოუწყვეტია მთლიანად და კრინტი არ დაგიძრავთ და ახლა ბავშვმა ბავშვი მოკლა და ატეხეთ პანიკა? რა შუაშია აქ ხელისუფლება. ჭირისუფლის ტრაკის ქეიფზე მთავრობა ვერ ივლის, გთხოვ ჭკუას მოუხმეთ."- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი

image



" ამ კაცის შეხედვაც კი არ მინდა, არა თუ გვერდით დგომა, რადგან არ დააფასა ხალხის გვერდში დგომა, აბსოლუტური უტვინო კაცია"

image

ზაზა სარალიძე ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდება.

7
1324
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1324
  
2018, 4 ივლისი, 14:15
გაიხარეთ ინდიქტო, ანალოგიურად ვფიქრობ სპეციალურად უგორებენ ცუდ პიარს.
მართლა ღმერთმა გაძლება მისცეს, მის ადგილზე მისი შვილის საძმაკაცოდან დავიწყებდი და მკვლელებას ამოვხდიდი სულს.
ეს კაცი კი სამართლებრივად ცდილობს ჭეშმარიტების დადგენას.
რა გახდა ამ საქმის გამოძიება, როცა ათზე მეტი მონაწილეა ცნობილი.
მიუერთონ სიცრუის დეტექტორს სათითაოდ და მარტივად გაირკვევა ყველაფერი.
2018, 3 ივლისი, 21:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 3 ივლისი, 19:36
ამის დამწერს არც შვილი ჰყავს აშკარად და დიდი ალბათობით - არც ეღირსება; არც ჯიში აქვს, არც ქართველობა, არც ქრისტიანობა,არც სისხლი... ერთი დაკარგული უჯიშო მანქურთია და რა მნიშვნელობა აქვს რას დაწერს?! ასეთი ნაბიჭვრები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ უსამართლო ქვეყანაში რომ უფრო გაიჯეჯილეს, ხომ აშკარაა? ასე რომ ყველაფერი ისევ უთავო, უნიათო, კოროფციაში ჩამხრჩვალი ხელისუფლების ბრალია!
2018, 3 ივლისი, 16:20
ღმერთმა შეუნდოთ და ნურავის განაცდევინოს შვილის დაკარგვით გამოწვეული სიმწარე...
2018, 3 ივლისი, 16:12
ასეთი უსირცხილოები როგორ ხართ, აღარ დაგრჩათ რაიმე ქრისტიანული, ღმერთმა ტქვენ გამოგაცდევინოთ ის რაც მას დაემართა და მერე ალბათ იქნებიტ ასეთი საუბრის ხასიათზე.
2018, 3 ივლისი, 15:56
კარგია თუ ცუდი შესაბამისმა უწყებამ უნდა გასცეს ამ კაცის კითხვას პასუხი: თუ რატომ მოუკლეს შვილი?
მამაა და კარგი იყო ვიღაცის თქმით თუ ცუდი, მისთვის შვილია და ასეთი ფორმით ლანძღვა არც კაცს და არც ქალს არ შეშვენის.
ამდენი მოწმე იყო და რა გახდა სიმართლის დადგენა?
სარალიძის მეგობრები სათითაოდ მიუერთონ სიმართლის დეტექტორს და მანდ გაირკვევა ყველაფერი.
2018, 3 ივლისი, 15:13
შეეშვით ამ სარალიძეს,რატომ აგიჟებთ,კაცს თავისი გასჭირვებია,თქვენ უნდა უთანაგრძნოთ და ამის ნაცვლად ლანძღავთ?
0 1 7