x
მეტი
  • 17.07.2018
  • სტატია:78710
  • ვიდეო:331443
  • სურათი:435333
ამერიკა განიხილავს საკონცენტრაციო ბანაკის შექმნას უკანონო მიგრანტების 20,000 ბავშვისთვის

image
ამერიკის მთავარ სამხედრო განყოფილების ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან, სამხედრო ბაზებზე უკანონო მიგრანტების შვილები მოათავსონ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება იმ რეზონანსულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ არალეგალი მიგრანტების და მათი შვილების განთავსებას. ამ კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რის გამო მას აქტიურად აკრიტიკებენ.

პენტაგონის სპიკერმა, პოლკოვნიკმა რობ მენინგმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე სააგენტო მზად არის, ტეხასის შტატის გუდფელის სადაზვერვო საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე 20 000 უკანონო მიგრანტის ბავშვი განათავსონ. ამ საჰაერო ბაზის პირადი შეამდგენლობა დაახლოებით 5 500 ადამიანია, მათ შორის საზაფხულო საჰაერო ძალების შემადგენლობის.

აშშ-ს მთავრობას აქვს 45 დღე რეზერვში, რათა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, არიან მზად თუ არა, რომ განათავსონ უკანონო მიგრანტების არასრულწლოვანი შვილები ავიაბაზის ტერიტორიაზე.

ადამიანის უფლებათა დამცველები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს პირობები გუდფელის ავიაბაზაზე, რომ იქ 20 ათასი ბავშვი განთავსდეს. პენტაგონი არ მალავს იმ ფაქტს, რომ თხოვნით მიმართეს კონგრესს, გამოეყოთ დამატებით თანხები, რათა შექმნან აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

ამავე დროს, პოლკოვნიკმა მენინგმა ცინიკურად განაცხადა, რომ დეპარტამენტი ითვალისწინებს შესაძლო დანაკარგს, რომელიც შეიძლება მიგრანტთა დიდმა რაოდენობამ განიცადოს.

იგი ასევე დასძენს, რომ სამხედრო დეპარტამენტი "მონიტორინგს გაუწევს მიგრანტების შესაძლო გავლენას საჰაერო ბაზების კონტინგენტზე."

ადრე აშშ-ში მათ განაცხადეს, რომ არალეგალებს გამოყოფდნენ საჰაერო ბაზების კონტინგენტისგან ფაქტიურად, საუბარი მიდის გეტოს ან საკონცენტრაციო ბანაკების შექმნაზე, რომელთა არსებობამ მეორე მსოფლიო ომის მაგალითზე გვიჩვენა, როგორ "ზრუნავენ ხალხზე".

2
45
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
45
  
3 ივლისი, 22:12
ყველა ერმა უნდა იცხოვროს თავიანთ ისტორიულ ტერიტორიაზე,მასობრივი მიგრაცია იწვევს ქაოსს,ანარქიას და ეკონომიკის დაცემას იმ ქვეყანაში,სადაც ისინი მიეშურებიან.
3 ივლისი, 14:46
ძალიანაც კარგი,თუ განიხილავს ბანაკის შექმნას,თორემ ეს პროცესი აშშ-ში ცხოვრების დონეს ქვემოთ დაწევს.ეს მიგრანტები მოდიან მზამზარეულზე,მომხმარებლური სულისკვეთებით,ეს ჩემი არაა და რაც დაემართება,სულ მკიდიას პრინციპით.ეს კომფორტული სახელმწიფო მათი აშენებული არაა და ჰკიდიათ.ამტვრევენ,ანადგურებენ ყველაფერს თუ არავინ უყურებთ.ასეთები ბევრი მინახავს.
0 1 2