x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უკრაინელი მსახიობი, რომელმაც ქართული დროშა დაიხატა სახეზე და ქველმოქმედებას ეწევა საქართველოში
image
"არ დაგეზაროთ, ყველამ წაიკითხეთ!!!

ამ პოსტს ვწერ იმიტომ, რომ არ შემიძლია უსამართლობისა და დაუნახავობის ატანა. ეძღვნება მათ, ვინ არ იცის, ვინ არის ბონდარენკო (ცნობისთვის, ის ძალიან პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მსახიობია რუსეთში და პოსტ საბჭოთა ქვეყნებში) და აინტერესებთ, რას „დაატარებენ“ მას აქეთ-იქით:

ეს ის ბონდარენკოა, რომელიც ორი ძალიან კარგი გოგოს პირველსავე თხოვნას, დახმარებოდა ერთ ძალიან კარგ ქართველ ბიჭს, უყოყმანოდ დათანხმდა.

ბიჭს, რომელსაც წლებია ტანჯავს გაუსაძლისი ტკივილები და მას სულ რამდენიმე ადამიანი ედგა გვერდში.


ეს ის ბონდარენკოა, რომელიც საკუთარი სახსრებით, ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოვიდა საქართველოში, რომელმაც 3 საქველმოქმედო სპექტაკლი და არაერთი საქველმოქმედო საღამო გამართა ამ პატარა, სიცოცხლის მოყვარული ბიჭის - მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად და დღემდე ეხმარება.

ეს ის ბონდარენკოა, რომელმაც თავისი მონდომებითა და შრომით თანხის უდიდესი ნაწილი შეუგროვა მას.

ეს ის ბონდარენკოა, რომელიც დედოფლისწყაროშიც ჩავიდა კიდევ ერთი ადამიანის დასახმარებლად.

ეს ის ბონდარენკოა, რომელიც სულ ახლახან ბათუმში იყო კიდევ ერთი საყვარელი ბიჭის - ლუკას გვერდით და მას უდიდესი სიხარული მიანიჭა.

ეს ის ბონდარენკოა, რომელიც გულში იხუტებს ავადმყოფ და შშმ ბავშვებს და უამრავ საჩუქარს ჩუქნით მათ.

ეს ის ბონდარენკოა, ვინც რუსეთში ქართველ ზურიკელას თამაშობს სპექტაკლში.

ეს ის ბონდარენკოა, ვინც თქვენგან განსხვავებით, ქართული ასოებით გაიკეთა ტატუ და არა ჩინურად.

ეს ის ბონდარენკოა, რომელიც ბედნიერია, როცა ქართულ ნაციონალურს ცეკვავს და ქართულ სამოსს იცვამს.

ეს ის ბონდარენკოა, რომელმაც საოცარი სიამაყით იცეკვა „ზეკარი“ და კიდევ ერთხელ აპირებს იცეკვოს ამჯერად, „დაისი“.

ეს ის ბონდარენკოა, რომელიც საქართველოს მთებს, მდინარეებს, ხეებსა და ბალახსაც კი ეფერება.

ეს ის ბონდარენკოა, რომელიც სწავლობს ქართულ ენას და ცდილობს ქართულად ილაპარაკოს.

ეს ის ბონდარენკოა, რომელმაც ქართული დროშა დაიხატა სახეზე და შეიძლება ამისთვის რუსეთში გაკიცხონ.

ყველაზე მთავარი, ეს ის ბონდარენკოა, რომელიც პატრიარქმა დალოცა და თავისთან მიიღო. და ახლა თქვენ, ვინც ზემოთ წერდით შეურაცხმყოფელ პოსტებს, ნუთუ არ გრცხვენიათ? "-გავრცელდა სოციალურ ქსელში

2
1344
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1344
  
2018, 7 ივლისი, 10:24
ძალიან დიდი მადლობა. ამ ბიჭს იმედია საპატიო თბილისელის მოქალაქეობა აქვს უკვე და თუ არ აქვს მიეცეს!!!
2018, 3 ივლისი, 13:37
ეს ბიჭი ხომ უკრაინელია წარმოშობით და არა რუსი...ყოჩაღ...
0 1 2