x
მეტი
  • 22.09.2018
  • სტატია:80817
  • ვიდეო:333126
  • სურათი:438186
კოცნა, რომელიც 2800 წელია გრძელდება -'' შეყვარებულები ჰასანლუდან''

მათი ჩონჩხი პატარა ირანულ დასახლება ჰასანლუში იპოვეს 1973 წელს. საკოცნელად ტუჩებგაწვდილი წყვილის ასაკი დაახლოებით 800 წელია ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ჟურნალისტებმა მათ უწოდეს "შეყვარებულები ჰასანლუდან".


image

მაინც რაა განსაკუთრებული და საინტერესო ამ ნაპოვნში? ცნობილია, რომ წყვილად (ცოლ-ქმარის) დამარხვის ხერხი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იყო გავრცელებული. ხოლო ის, თუ როგორი იქნებოდა მათი მდებარეობა სამარხში, უკვე მესაფლავეზე იყო დამოკიდებული. გასაკვირი მხოლოდ ერთია- სამარხში ინვენტარის და ნივთების სრული არქონა.

image

თქვენც ის გაიფიქრეთ, რაც მე?- დიახ, ეს არაა საფლავი. ისინი დაიღუპნენ ერთად, როცა ცდილობდნენ მტერს დამალვოდნენ სახლის ბნელ კუნჭულში, ხანძარი უკვე მთელ ქალაქში მძვინვარებდა. იმის მიხედვით, რომ ჩონჩხებს არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი მოკვდნენ ასფიქსიით-უბრალოდ გაიგუდნენ ცეცხლის კვამლში.

ფოტოზე თქვენ ხედავთ ჰასანლუს ციტადელის გათხრების ადგილს. საჰაერო გადაღებიდან კარგად ჩანს ციხესიმაგრის კოშკების და კედლების ნანგრევები.


image


დასახლება ჰასანლუში ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე VI ათასწლეულში არსებობდა და ხანმოკლე შესვენებებით XV საუკუნებმდე გრძელდებოდა. ქალაქი პირველად ჩვენ წელთაღრიცხვამდე 800 წელს იქნა განადგურებული. მტერმა ის დაიპყრო და მთლიანად აღგავა პირისაგან მიწისა. ისტორიკოსებმა ამ ქალაქის სახელიც კი არ იციან. ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობდა, წერა-კითხვის უცოდინარი იყო და მათ ვერ შემოგვინახეს ამ უძველესი დასახლების სახელწოდება. სავარაუდოდ, დასახლება მანას სამეფოს ეკუთვნოდა, რომელიც გამუდმებით განიცდიდა უძლიერესი ურარტუს სახელმწიფოს დამპყრობლურ შემოსევებს.



image


ჰასანლუს გათხრები პენსილვანიის უნივერსიტეტის სამეცნიერო ექსპედიციის მიერ იქნა ჩატარებული 1957-1977 წლებში. მასალებზე დღესაც მუშაობენ სპეციალისტები. საქმე იმაშია, რომ ჰასანლუ ინახავს უამრავ კულტურულ ფენას-პერიოდებს სხვადასხვა ეპოქისა. მათგან ყველაზე გასაოცარი აღმოჩნდა Hasanlu IVb. ეს ფენა ყველაზე კარგადაა შემონახული და მდიდარია არქეოლოგიური ექსპონატებით. რადგან სწორედ მაშინ იქნა ქალაქი ბოლომდე განადგურებული და მიტოვებული დიდი ხნით.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მარადიორებმა გაძარცვეს ქალაქი, მაგრამ ხელი არ უხლიათ ხანძრის მიერ დანგრეული შენობებისა და ტაძრებისათვის. დროთა განმავლობაში ნანგრევები მიწის ფენით დაიფარა, ადამიანები, რომლებიც აქ საუკუნეების შემდეგ დასახლდნენ, სახლებს ამ ნანგრევებზე აგებდნენ ისე, რომ ძველ ნანგრევებს არ ეხებოდნენ. ტყუილად როდი უწოდებენ ჰასანლუს ახლო აღმოსავლეთის პომპეას.



image


ქალაქის ქუჩებსა და სახლებში 150-ზე მეტი ჩონჩხი იქნა აღმოჩენილი. მათი უმეტესობა ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს ეკუთვნის. როგორც ჩანს, მამაკაცების უმრავლესობა დამპყრობლებთან ბრძოლაში დაიხოცა, ცოცხლად გადარჩენილები კი მონებად წაიყვანეს.

გათხრების დროს არქეოლოგების თვალწინ სულ უფრო და უფრო სევდიანი სურათი იშლებოდა: ეს ადამიანები ერთდროულად დაიღუპნენ, თავიანთ ყოველდღიურ ტანსაცმელში ჩაცმულები. სახლები უცებ იქნა მიტოვებული, კარგად არის შემონახული არც თუ ისე მრავალფეროვანი საოჯახო ნივთები. როგორც წესი, არქეოლოგები გათხრების დროს კმაყოფილდებიან მხოლოდ წვრილმანი აღმოჩენებით, აქ კი მათთვის საოცრად მდიდარი მასალაა: მთელი ქალაქი სახლების, ტაძრების, საწყობების ნანგრევებით.. მოკლედ, ის, რაც ხანძარს გადაურჩა. ასეთი აღმოჩენა-დიდი იშვიათობაა. მისი მიხედვით შეიძლება წვრილმანებამდე აღვადგინოთ იმდროინდელი ადამიანების ყოფა-ცხოვრება.



image


ციტადელში არსებული ტაძრის შესასვლელთან არქეოლოგებმა ქალის და ბავშვის 40-მდე ჩონჩხი აღმოაჩინეს. მათი თავის ქალები ხმლებით და შუბებითაა გაჩეხილი. როგორც ჩანს, საბრალო ადამიანები თავიანთი ღმერთისაკენ გაიქცნენ საშველად, მაგრამ სამწუხაროდ, მან ისინი ვერ გადაარჩინა.



image


ნაპოვნი იქნა აგრეთვე დამპყრობლების ჩონჩხებიც-სამი მარადიორი ჯარისკაცი მთელი საბრძოლო აღჭურვილობით და ნადავლით. ისინი დაიღუპნენ ერთ-ერთ შენობაში, როცა ის ხანძრის შედეგად ჩამოიქცა და მეომრები ქვეშ მოიყოლა.

აი, რა ნადავლი მიჰქონდათ მათ თან. რას შეწირეს თავიანთი სიცოცხლე:


ოქროს თასი, რომელიც ერთ კილოგრამს იწონის, დამზადებულია ჩვენ წელთაღრიცხვამდე IX საუკუნეში

image


ორგანზომილებიანი ტვიფრი ოქროს თასზე


image


ბრინაჯოს ფიალა, რომელსაც ცხვრის თავის ფორმა აქვს, IX საუკუნე ჩვენ ერამდე



image



სადგარიანი ბრინჯაოს ჭურჭელი, XI-IX საუკუნე ჩვენ ერამდე



image



ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენ შეყვარებულებს. ისინი 1973 წელს იპოვეს Hasanlu IVb-ს ფენაში ანუ ქალაქის დაღუპვის პერიოდში. სიკვდილისწინა პოზა უდავოდ მეტყველებს მათ სიახლოვეზე. სიყვარული? - რატომაც არა. საკოცნელად გაწეული ტუჩები ხომ სწორედ ამაზე მეტყველებს. მარცხნივ მამაკაცის ჩონჩხია, მარჯვნივ-ქალის. ქალს გაწვდილი აქვს ხელი მამაკაცის სახისაკენ და ტუჩებით ეხება მას.

დიახ, ეს სევდიანი ამბორი უკვე თითქმის 3 ათასწლეულია გრძელდება.



image



და მაინც, ხომ არ იჩქარეს ჟურნალისტებმა და არქეოლოგებმა, როცა ამ ფოტოს უწოდეს: "შეყვარებულები ჰასანლუდან"?

საქმე იმაშია, რომ ანთროპოლოგებმა დაადგინეს ასაკი იმ ადამიანებისა, რომლებსაც ეს ჩონჩხები ეკუთვნის: მამაკაცის ასაკი 18-20 წელია, ხოლო ქალის - 35-38 წელი.

რას ნიშნავს ეს? - იმას, რომ სავსებით შესაძლებელია წყვილი ცოლ-ქმარი კი არა, დედა-შვილი ყოფილიყო ან და-ძმა. ზუსტი პასუხი არავინ იცის, რადგან დნმ ანალიზი ჩონჩხებზე ჯერ არ ჩატარებულა.

ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია, შეყვარებულები არიან ისინი თუ დედა-შვილი, მაგრამ აქვს კი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა?-ალბათ არანაირი. ჩვენ წინ თითქოსდა ფოტოკალეიდოსკოპი იშლება უძველესი დროის-დანგრეული ქალაქი, ცეცხლწაკიდებული სახლები, მსხვერპლის წივილ-კივილი... და ამ დროს წყვილი, რომელიც მშვიდად წევს მარადისობის მომლოდინე და ემზადება შორეული გზისთვის, საიდანაც აღარასოდეს ბრუნდებიან. სიყვარული იყო ერთადერთი, რაც მათ იცავდა და ამხნევებდა, როცა სიკვდილს პირდაპირ უყურებდნენ თვალებში.


"სიყვარული ყველას და ყველაფერს იცავს, ის გვაძლევს რწმენას, რომ ყველაფერს დავძლევთ, ყველა სირთულეს გადავლახავთ. სიყვარული მარადიულია, ის არასოდეს მთავრდება".


0
242
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0