x
მეტი
  • 25.09.2018
  • სტატია:80914
  • ვიდეო:333194
  • სურათი:438314
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი პრემიერს მიმართავს

image

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პრემიერ–მინისტრს მამუკა ბახტაძეს მიმართავს.
"მიმდინარე წლის 23 აპრილს ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა ღია წერილით მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რათა ჩამოყალიბებულიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. აღნიშნული საინიციატივო ჯგუფი შედგება საქართველოს 8 უმაღლესი სასწავლებლის 26 სტუდენტისაგან. მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანია, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა ქვეყნის მმართველობით პროცესში. ასევე, მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდებს გვაქვს შესაძლებლობა ვიკისროთ ერთგვარი მაკავშირებელი რგოლის ფუნქცია მთავრობასა და საზოგადოებას შორის. ფორმატი არაერთ ახალგაზრდას მისცემს თვითრეალიზების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ ღია მიმართვის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა ჩვენი ინიციატივით, გაიმართა კონსულტაციები მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, თუმცა დღის წესრიგის ცვლილების გამო, წამოწყების ხორცშესხმა ვერ მოხერხდა.
მივესალმებით პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს ახალგაზრდობის ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, აქტიურად ვიმუშაოთ ეკონომიკის, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო პოლიტიკის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იურისპრუდენციის, კულტურისა და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ახალგაზრდულ ენერგიასა და იდეებს საჭიროებს.
იმედს გამოვთქვავთ, რომ პრემიერის მიერ გამოცხადებული ღიაობა, ახალგაზრდების ჩართულობის მიმართ, იქნება ინდიკატორი ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისა და მოგვეცემა შესაძლებლობა ღირსეული მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში" – ნათქვამია მიმართვაში.
0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0