x
image
natia.a
5 კოშმარი, რომელიც ამ ზაფხულში გველის - როგორ გავუმკლავდეთ მათ
image

მთელი ზამთარი ზაფხულზე ვოცნებობთ... და აი, დგება სანატრელი ზაფხული და მასთან ერთად თავს იჩენს უამრავი გამაღიზიანებელი პრობლემა: ოფლიანობა, უსიამოვნო სუნი, მზეზე დამწვრობა... გთავაზობთ ყველაზე გამაღიზიანებელი "კოშმარების" ხუთეულს, რომელთან ბრძოლაც ამ ზაფხულში ბევრს მოუწევს და მათთან ბრძოლის საშუალებებს.



1. დახუთულობა


image

დახუთულობა - ეს არა მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, არამედ საკმაოდ საშიში მდგომარეობაც. ჰაერის უკმარისობა, გულისრევა და სისუსტე - ეს ყველაფერი გონების დაკარგვით შეიძლება დასრულდეს. თუ იმდენად დახუთულობას გრძნობთ, რომ გგონიათ, მეტს ვერ გაუძლებთ, სასწრაფოდ ზომების მიღებაა საჭირო.

როგორ ვებრძოლოთ: თუ ტრანსპორტში ხართ, უფრო სწორად, დგახართ, ნუ მოგერიდებათ, ითხოვეთ დახმარება და ადგილს დაგითმობენ. როცა დაჯდებით, მაშინვე დადეთ თავი მუხლებზე. ამგვარად ტვინს მეტი სისხლი მიეწოდება და, შესაბამისად, ჟანგბადიც.




2. ოფლიანობა



image

ანტიპერსპირანტების უმრავლესობა ზაფხულში უძლურია, განსაკუთრებით, ოფისში თუ მუშაობთ და დრესკოდის დაცვა გიწევთ.


როგორ ვებრძოლოთ: დაივიწყეთ მოტკეცილი ტანსაცმელი. შეცვალეთ იგი თავისუფალი ტანსაცმლით, რომელიც არ გეკრობათ ტანზე და "სუნთქავს". ანტიპერსპირანტები შეიძინეთ არა მაღაზიაში, არამედ აფთიაქში, თან ისეთები, რომლებზეც აღნიშნულია "გრძელვადიანი მოქმედების".


3. "გადაყვლეფილი" ფეხები


image

ახალი სანდლები და ფეხსაცმელები ზაფხულში ნამდვილ კოშმარად იქცევა ხოლმე.

როგორ ვებრძოლოთ: ამაში კარტოფილი დაგეხმარებათ. ტერფებზე წაისვით კარტოფილის წვენი. კრახმალი კანს გააშრობს და ტერფი ფეხსაცმელში აღარ ისრიალებს.



4. მზეზე დამწვრობა


image


მზეზე დაწვა მხოლოდ კურორტზე წასულ და პლაჟზე გასარუჯად წამოწოლილ ადამიანებს არ ემუქრებათ. მზე ყველაგან "თან გვდევს" და მზად უნდა ვიყოთ მასთან "შესახვედრად".

როგორ ვებრძოლოთ: მზეზე დამწვარი კანის მოსარჩენად აავსეთ აბაზანა გრილი წყლით, ჩაასხით მასში ორიოდე ჭიქა ძმარი და ჩაწექით 15 წუთით. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ და დაზიანებულ ადგილებზე "პანთენოლი" წაისვით.




5. კანის გაღიზიანება



image

ზაფხულის დადგომასთან ერთად გოგოების ქვედაბოლოები თანდათან მოკლდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო ხშირად ხდება საჭირო ფეხების (და არა მხოლოდ ფეხების) გაპარსვა. ამიტომ კანიც მეტად ღიზიანდება.

როგორ ვებრძოლოთ: ხშირად ცვალეთ საპარსები და გამოიყენეთ დამარბილებელი საშუალებები. კარგია, თუ კანს დაიზელთ ოხრახუშის ნახარშით. თუ ამანაც არ გიშველათ, გამოიყენეთ ჰიდროკორტიზონის მალამო, ოღონდ ხშირად არა!


ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ მოვიქცეთ კოღოს ან სხვა მწერის ნაკბენის დროს - არ დაუშვათ შეცდომა!image


2. რა ხდება, როცა დასაძინებლად სველი თმით ვწვებით - ეს ბევრმა არ იცის!image


3. რა განსხვავებაა თხევად და მყარ საპონს შორის და რომელია უფრო საზიანო? - გაითვალისწინეთ!image


4. რა ხდება სინამდვილეში, როცა თითებს ვატკაცუნებთ - ის, რაც აქამდე შეცდომით ვიცოდით!image


5. რაზე მიანიშნებს ფრჩხილებზე თეთრი ზოლები და ლაქები - გაითვალისწინეთ!image


6. როგორ ვაქციოთ პატარა აივანი კომფორტული დასვენების ადგილად - იდეები ყველასთვისimage


7. არასოდეს გამოიყენოთ ასეთი ჭურჭელი - ეს სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!image



2
233
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
233
  
2018, 4 ივლისი, 1:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანჩო 777-ის კომენტარზე
2018, 3 ივლისი, 18:01
მთავარი-კოღოები დაგავიწყდა :დ
0 1 2