x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
8 წლის ასაკში სტუდენტი გახდა!

მსოფლიო მაშტაბით უჩვეულო მოვლენები თითქმის ყოველდღე გვხვდება. ამ მოვლენებს კიდევ ერთი დაემატა. ბელგიაში 8 წლის ასაკში ბავშვმა სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩაეწერა. ბავშვს საშუალო სკოლის ასათვისებლად და ყველა გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მხოლოდ 18 თვე დასჭირდა.


image



ოფიციალურ BBC-ზე განთავსებულ სტატიის თანახმად, 6 წლიანი საშუალო სკოლა, 8 წლის ლოურენ საიმონსმა მხოლოდ და მხოლოდ 18 თვეში შეისწავლა და მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება.


საიმონსის ოჯახის წევრების განცხადებით, მათი ვაჟიშვილის IQ დონე 145 ია.


image


ბელგიურ რადიო RTBF -სთან ინტერვიუს დროს ლოურენ საიმონსმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მათემატიკის გაკვეთილები მოსწონდა, თუმცა ისტორიასა და ფიზიკაშიც საკმაოდ ძლიერია. სკოლის პერიოდში მას სურდა, მომვალში ექიმი ან ასტრონავტი გამხდარიყო, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ, ყურადღება კომპიუტერულ პროგრამებზე გადაიტანა.


ამ წუთისთვის საიმონსს არდადაგები აქვს, 2 თვის შემდეგ, სექტემბრიდან უკვე ოფიციალურად უნივერსიტეტში ისწავლის.


საიმონსის მამა BBC-იმ პირდაპირ ეთერში მიიწვია, სადაც მან აღნიშნა, რომ საოცარი შვილი ჰყვას და მისით ამაყობს, მის გადაწყვეტილებებს პატივს სცემს და ზედმეტად არასოდეს აპირებს ჩარევას - "მომავალში ჩემმა ვაჟმა დურგლობაც რომ აირჩიოს, წინააღმდეგი არ ვიქნები, რადგან ეს მისი გადასაწყვეტია".


image











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



{თქვენთვის საინტერესო}


1. 7 ფაქტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ!

2. "შვიდი თვე გავიდა მამი უშენოდ. შვიდი თვის მწარე და ცრემლიანი დღეები, საათები, წუთები და წამები" - ზაზა სარალიძე

3. დიდგულა(ანწლი) - გაზაფხულის მიწურულს ყვავილობს, ზაფხულში აუცილებლად მიირთვით!

4. რატომ უნდა ჩამოვკიდოთ პლასტიკური ჩანთები ფანჯრებთან?

5. უიშვიათესი მოვლენა - როგორ ცხოვრობს ნიგერიაში 24 წლის ინტერსექსუალი?



0
390
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0