x
image
მოზამბიკელი
ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პროტესტის ნიშნად ზის
ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ეზოში მარტო ზის და ასეთი ფორმით გამოხატავს პროტესტს არსებული სისტემის წინააღმდეგ. მისი თქმით, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დროს წელავს და ამბობს, რომ რეალურად საქმის გამოძიებას არ აპირებენ.

imageსარალიძე მომავალში საპროტესტო აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავს. ის უკვე რამდენიმე საათია შსს-ს ეზოში იმყოფება, თუმცა მის პროტესტს ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.

"იქამდე ვიჯდები, სანამ ჩემი შვილის მკვლელს არ დაიჭერენ. მათ მკვლელებისთვის ხელის დაფარება უნდათ, მაგრამ მე არ გავჩერდები" -ამბობს სარალიძე

მისი პროტესტის პარალელურად პარლემენტში გრძელდება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაც. კომისიის წევრებმა დღეს ზვიად კუპრავა გამოკითხეს.


0
99
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0