x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
დემნა გვასალიას კოლექციაზე განთავსებული კოდების დასკანერების შემდეგ მომხმარებლები საქართველოს ისტორიას გაეცნობიან
image

2018 წლის პირველ ივლისს პარიზში Vetements-ის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ტანსაცმელი ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ იყო შექმნილი, რომელმაც კოლექცია თავის მშობლიურ ქვეყანას დაუკავშირა.


გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის კოლექციაში დიზაინერმა მშფოთვარე ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება და 1992 წლის ქართველთა გენოციდი გამოავლინა. გვასალია 11 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომი მოხდა საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის.


გარდა ამისა, შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომლის გადმოწერის და კოლექციაზე განთავსებული დეტალების დასკანერების შემდეგ (რომელიც QR კოდებს შეიცავს), ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს საქართველოს ისტორიას. აპლიკაცია მომხმარებელს ავტომატურად გადაიყვანს შესაბამის wikipedia-ს გვერდზე.




"ჩვენ 40 მოდელზე მეტი ჩამოვიყვანეთ საქართველოდან, " - ამბობს დიზაინერი, -" ისინი გამოვიყენე, როგორც ქართველი ახალგაზრდების ხმა, რომლებისთვისაც ძალიან რთულია, თავად თქვან სათქმელი ასეთი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში - საქართველოში არ არსებობს ნამდვილი თავისუფლება. მე იქ ვცხოვრობდი და გავაცნობიერე, რომ ეს ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. არ შემეძლო, ტკივილი გარეთ არ გამომეშვა".


კოლექციაში საქართველოს წარსულთან ერთად გამოხატულია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც, როგორიცაა კლუბ ბასიანის შემთხვევა. სამოსზე შეამჩნევთ კლუბის მხარდასაჭერად გამართული აქციების სლოგანს: we dance together, we fight together.


დემნა გვასალია მზადაა, მთელ მსოფლიოს მოუყვეს თავისი ამბავი და გააცნოს საქართველოს ისტორია!




გთავაზობთ Vetements-ის ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ კოლექციას:


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image


image

image

image

image


image






1
95
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
95
  
2018, 3 ივლისი, 22:14
უაღრესად პატრიოტული ნაბიჯია დემნასაგან,მეტი რა უნდა გააკეთოს დიზაინერმა...
0 1 1