x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გოგონა ზვიგენმა იმ დროს ჩაითრია, როდესაც მას თევზით კვებავდა(ვიდეო)
imageმელისა ბრანინგი პირველად ცხოვრებაში იახტით სასეირნოდ გაემართა, როდესაც ბორტს ზვიგენები მიუახლოვდნენ, გოგონამ ჩათვალა, რომ სახიფათო არაფერია და მათ თევზით გაუმასპინძლდა, თუმცა...


მცდელობა, რომ ზვიგენი ხელიდან გამოეკვება თევზით, კინაღამ ტრაგედიით დამთავრდა. მიჰბაძა მეგობარს და თვითონაც ისურვა ზვიგენის გამოკვება, ხელიდან აწვდიდა თევზს. თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ უცებ მტაცებელმა თევზმა გოგონას თითში კბილები ჩაასო და წყალში ჩაითრია.

image

"ერთადერთი, რაც ვიგრძენი, ეს იყო უძლიერესი დაწოლა თითზე, გეგონება დაიფშხვნა ძვალიო"-აღნიშნა მელისამ. მესამე დღე იყო იახტით მოგზაურობის და გოგონამ გადაწყვიტა, რომ სერიოზული არაფერია, დაიმუშავა ჭრილობა და შეიხვია, თუმცა მოგზაურობის დროს თითი ძლიერ გასივდა და როდესაც ექიმამდე მიაღწია, აღმოჩნდა, რომ ჭრილობა ბევრად უფრო სერიოზული იყო, ვიდრე წარმოედგინა. ზვიგენის ნაკბენმა დააზიანა მყესი და თითის ძვალი, ჭრილობაში ჩირქი დაგროვდა, მელისას ანტიბიოტიკები დაუნიშნეს.


"ეს არის მთლიანად ჩემი შეცდობა, ზვიგენს არ ვადანაშულებ. შეიძლება ყველაფერი უფრო ცუდად დამთავრებულიყო. მიუხედავად ამისა, ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა და დასამახსოვრებელი ისტორია-ტრავმა თითზე, იარა სამუდამოდ დამრჩება. მაგრამ მადლობელი ვარ, რომ მოვლენები უფრო ცუდად არ განვითარდა."-აღნიშნა მელისამ.

0
350
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0