x
ხაშურის რაიონში ხელოვნურად დაგუბებულ წყალში ორი მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს

image

ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შეტყობინება სამსახურში მოქალაქის მიერ შევიდა, რომელმაც საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0