x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდი დაქორწინდა

image
საქართველოს ექს-პრეზიდენტის უფროსი ვაჟი ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა, ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა, ხოლო მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ეს ფაქტი გადაცემა "არჩევანში" პირდაპირი ჩართვის დროს დაადასტურა. როგორც გაირკვა, ედუარდ სააკაშვილს ქორწილი 30 ივნისს ნიუ-იორკში შედგა.



"ხალისიანად გამოვიყურები, რადგან გუშინ დავესწარი ჩემი შვილის ქორწილს, რა თქმა უნდა, ყველანი ჩამოვედით და ვერავითარი პროკურატურა განწყობას ვერ გამიფუჭებდა." - აღნიშნა სააკაშვილმა "არჩევანში" ჩართვის დროს.


კითხვაზე, არის თუ არა რძალი ეთნიკური ებრაელი, ექს-პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ასეა და"რა მნიშვნელობა აქვს, სადაურია, ძალიან კარგი ოჯახიდანაა...შეიძლება ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც".


შეგახენებთ, ექს-პრეზიდენტის უფროსი შვილი 23 წლისაა. მან განათლება აშშ-ში, სუორტ-მორის უმაღლეს კოლეჯში მიიღო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელია აშშ-ში, 2017 წელს 380-მა ახალგაზრდამ დაასრულა სწავლა, მაგრამ მათ შორის მხოლოდ 7-მა მიიღო უმაღლესი შეფასება, მათ შორის მოხვდა ედუარდ სააკაშვილი.

1
558
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
558
  
2018, 2 ივლისი, 21:24
წარბები ვერ ამოუპუტეს ამ დალოცვილს?)))
0 1 1