x
მსოფლიო "50 წლის შემდეგ"

image

მწერლისა და მოაზროვნის პაოლო კოელიოს მხატვრულ-პუბლიცისტურ ესეში „50 წლის შემდეგ“ წარმოდგენილია ავტორის მოსაზრება თუ როგორი იქნება სამყარო 50 წლის შემდეგ.

კოელიო ყურადღებას ამახვილებს სამყაროში მოსალოდნელ რამდენიმე კარდინალურ ცვლილებაზე. ის მიიჩნევს რომ შემცირდება პროფესიების რაოდენობა და შეიცვლება პრიორიტეტები: „50 წლის შემდეგ დიპლომი დაკარგავს თავის მნიშვნელობას. დარჩება სამედიცინო, იურიდიული და საინჟინრო ფაკულტეტები. დანარჩენი გაქრება, რადგან მომავალი თაობები მიხვდებიან, რაოდენ ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, განათლება მიიღო უნივერსიტეტში, შემდეგ კი იმუშაო იმ სფეროში, რომელსაც კავშირი არ აქვს იმასთან, რაც ისწავლე".

ამრიგად, კოელიოს აზრით, ადამიანები პრაქტიკულად ვერ იყენებენ მიღებულ განათლებას.

ამავე ტექსტში ავტორი საუბრობს, რომ 50 წლის შემდეგ შეიქმნება ვირტუალური ერები და ადამიანები მეგაპოლისებიდან პატარა დასახლებულ პუნქტებში გადაინაცვლებენ, რადგან დასაქმების შესაძლებლობა აღარ იქნება დაკავშირებული მხოლოდ დიდ ქალაქებთან: „სახელმწიფო შესაძლოა შენარჩუნდეს, მაგრამ ადამიანები შექმნიან ვირტუალურ ერებს. დაიწყება ქალაქებიდან გასვლა. მეგაპოლისი, მემკვიდრეობა იმ ეპოქისა, როცა კომუნიკაციის საშუალებები და სამსახურის არჩევანი საკმაოდ შეზღუდული იყო დაკარგავს უწინდელ მნიშვნელობას ხუროები და ხელოსნები გამოიმუშავებენ ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებზე მეტს. ბანკების, მაღაზიებისა და სხვათა მომსახურება მთლიანად გადავა ვირტუალურ სფეროში".

50 წლის შემდეგ ადამიანი ნაკლებად პრაგმატული და სხვა ღირებულებებზე ორიენტირებული იქნება. ამის მაგალითად კოელიოს მოჰყავს ის ფაქტი, რომ შეიცვლება ადამიანთა წარმოდგენა წარმატებაზე. ინტუიცია ისეთივე დასაფასებელი უნარი გახდება, როგორც ლოგიკა: „შეიცვლება „წარმატების“ ცნება: წარმატებულად ჩათვლიან მას, ვინც უკეთ ატარებს დროს და არა მას, ვინც უფრო მდიდარია. ცხოვრება გახდება ბევრად მარტივი. დავუბრუნდებით იმას, რაც მოგვანიჭებს სიამოვნებას მცირე თანხით ან საერთოდ უფასოდ. მაგალითად, ლამაზი პეიზაჟი ან გავლა პატარა ქალაქის ბაზარში. ინტუიციას არანაკლებ მნიშვნელოვნად ჩათვლიან, ვიდრე ლოგიკას: "ადამიანი დაიწყებს თავისი აქამდე უცნობი პოტენციალის განვითარებას“.

„გაჩნდება ახალი ენები და საერთაშორისო ურთიერთობების ენა. მას, ვინც 50 წლის შემდეგ ესტუმრება ესპანეთს, შეეძლება დარწმუნდეს, რომ კატალონიაში ილაპარაკებენ მხოლოდ და მხოლოდ კატალონიურად. ბასკების ქვეყანაში კი ყველა ფირნიში და წარწერა მხოლოდ ბასკურ ენაზე იქნება. მსგავსი რამ მოხდება მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც. დიალექტები და „რეგიონალური ენები“ დაიშლება და გაძლიერდება, რადგან იქცევა ტომის კულტურული თვითიდენტიფიკაციის საშუალებად. ერთდროულად წარმოიქმნება ენა, რომელიც ხალხებს ურთიერთობის საშუალებას მისცემს, ეს იქნება ინგლისური, ასე მჭიდროდ დაკავშირებული ინტერნეტის შექმნასთან. თუმცა 2055 წელს ხალხის უდიდესი რაოდენობა ილაპარაკებს ჩინურად.

image

ბოლოს კოელიო აღნიშნავს, რომ ესეს დაწერის დროს ის არის 58 წლის და გამოთქვამს ეჭვს რომ 108 წელი იცოცხლებს, ამიტომ ის მკითხველს ანდობს შემოწმებას თუ რამდენად გამართლდება მისი ზემოთაღნიშნული პროგნოზები.

0
205
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
205