x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჟელატინისა და ნახშირის ნიღაბი შავი წერტილების მოსაშორებლად

შავი წერტილები ჩვენი კანის სილამაზის პირველი მტერია. ის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რასთანაც ბრძოლა საკმაოდ რთულია. არსებობს უამრავი ნიღაბი, რომელთა შემადგენლობაში მავნე ნივთიერებებიც შედის, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ მოამზადოთ სახლში, ეფექტური და მეტად სასარგებლო ნიღაბი.image

ის აშორებს კანს შავ წერტილებს, ჭუჭყს და ყველაფერი რჩება ნიღაბზე(აპკზე).

რეცეპტი:

1 აბი აქტივირებული ნახშირი
1 ჩ/კ ჟელატინი
1ჩ/კ რძე (ან წყალი)

იხ. ფოტო რეცეპტი:image
დავაქუცმაცოთ ნახშირიimageდავუმატოთ მშრალი ჟელატინიimage
დავასხათ რძე და ავურიოთ სასურველია მანამდე მიიღოთ ორთქლის აბაზანა
შემდეგ შეგიძლიათ 20 წამით მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში ან დადგათ პატარა ცეცხლზე, სანამ სქელი მასა არ მიიღება . აცადეთ, რომ არ დაიწვათ მაგრამ აუცილებლად ცხელი დაიდეთ უხეში ფუნჯით სახეზე. აცადეთ 10-15 წუთი, შემდეგ აიღეთ პლასტირი . ამის შემდეგ დაიბანეთ სახე და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ყურადღება! თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, უმჯობესია ნიღაბი არ გამოიყენოთ.



0
165
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0