x
რომელი პარამეტრებით ვართ უსაფრთხო ქვეყანა, ანუ რატომ გვაყრიან თვალში ნაცარს ...

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებს შორისმე17ე ადგილი მიაკუთვნაო. საკუთარი ქვეყნის წარმატება როგორ არ უნდა გაგიხარდეს კაცს?!რა თქმა უნდა გამიხარდა კიდეც, მაგრამ გულიც ჩამწყდა იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ ( უკვე მერამდენედ ! ) გვატყუებენ და თვალში ნაცარს გვაყრიან, ისე ჭრიან და კერავენ, როგორც თავად აძლევთ ხელს .

აბა, ასე რომ არ იყოს, მითხარით, რომელი პარამეტრებით ვართ უსაფრთხო ქვეყანა? თანაც, ლამის ათეულში ამოვყავით თავი ( უსაფრთხო ქვეყნების ათეულში ) . რა, ამ ქვეყნაში არ ქურდობენ, არ ყაჩაღობენ, არავის კლავენ, ძარცვავენ, არ ჭრიან, არ ასახიჩრებენ ადამიანებს, სამუშაო ადგილებზეც არავინ იღუპება, არც ავარიაში იხოცება ხალხი?..თუნდაც, უსაფრთხოა ის ქვეყანა, სადაც უკიდურესი სიღარიბე სუფევს, სადაც ყოველი მეორე მცხოვრები უმუშევარია, სადაც ადამიანები ექიმთან ვერ მიდიან, ვერ მკურნალობენ უსახსრობის გამო, სადაც პოლიციელი ცალკე ძალადობს მოქალაქეზე, ქურდი და მამაძაღლი - ცალკე . სადაც გამეფებულია კორუფცია, ნეპოტიზმი, უსაშველო ბიუროკრატია, სადაც სამართალი პურს ვერ ჭამს, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად იტაცებენ საოკუპაციო ზონიდან და ლამის ყოველდღიურად ხდება ჩვენი ტერიტორიების მიტაცება ე.წ. მცოცავი ანექსიით?ამას უძახით თქვენ უსაფრთხო ქვეყანას?!

შეიძლება მკრეხელობაში ჩამომართვათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ამ პატარა ქვეყანაში აპოკალიფსი უკვე დაწყებულია, მართალია, შენელებული ტემპით, მაგრამ აპოკალიფსის ჟამი უკვე დგას საქართველოში . აბა, რას მივაწეროთ, ამ ისედაც მცირერიცხოვან ერში ყოველთვიურად რომ ამდენი ადამიანი იღუპება- ხან ძალადობით, ხან ავარიაში, ხანაც უბედური შემთხვევის გამო იხოცება ჩვენი გენოფონდი და მთავრობა კი იმას აწვება საფრთხო ქვეყნების სიაში შეგვიყვანეთ როგორმეო. შეიყვანეს კიდეც ერე, რას მივიღებთ აქედან? ხალხისთვის სასიკეთოს ნამდვილად არაფერს ! პირიქით - ვინც კი გაასწრო ამ მოჯადოებული წრიდან, საქართველოდან, სადაც უუნარო მთავრობები პანტაპუნტით იცვლებიან, სადაც ერთი კაცის ხუშტურებზე ხდება ყველაფერი ( არამარტო ბიძინასი ) წლებია უკვე, სადაც კლავენ, გაჩმორებენ, მშიერს გამყოფებენ, მათხოვრულ პენსია - დახმარებებს გაძლევენ, სადაც მგელი ცხვრის ქურქშია გახვეული და ცხვარი მგელივით ყმუის, აი, იმ ადამიანებს უკან რომ დაადეპორტებენ, აქაოდა, თქვენ უსაფრთხო ქვეყანა ხართ და საკუთარ მოქალაქეებს თავადვე მიხედეთო, აი მერე დადგება ნამდვილი აპოკალიფსი, რომელიც მთავრობასაც გამოუყვანს წირვას, ქვეყანასაც, ერსაც და ბერსაც ...ვის და რატომ აწყობს ეს, საკითხავი, აი, რა არის !!!

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:სერგო ჯანაშია
სერგო ჯანაშია
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0