x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რონალდუს კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ

image

პორტუგალიელმა შემტევმა ურუგვაისთან 2-1 მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კრიშტიანუ რონალდუმ უარი თქვა იმის განხილვაზე, დაასრულებს თუ არა სანაკრებო კარიერას. "არ არის დრო ვისაუბროთ ჩემს მომავალზე, მწრთვნელზე ან ნებისმიერ მოთამაშეზე."

"დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი კვლავ იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ ამბიციური მოთამაშეები გვყავს. პორტუგალია აპრიებს გააგრძელოს ტიტულების მოგება და ამით პორტუგალიელები ამაყი გახადოს."

რონალდუმ ასევე თქვა, რომ „პორტუგალია ურუგვაიზე უკეთ თამაშობდა. მაგრამ გამარჯვებულმა მეტი გოლი გაიტანა. გვინდოდა მოგება, კარგად ვიბრძოდით, მაგრამ ურუგვაის უნდა მივულოცოთ".

"საერთო ჯამში, ჩვენ თავაწეულები ვრჩებით. ამაყი ვარ, რომ პორტუგალია წარვადგინო. ესაა ფანტასტიკური ჯგუფი სამუშაოდ. ვამაყობ თანაგუნდელებით და ტექნიკური პერსონალით. დღევანდელი შედეგი კარგი არაა, მაგრამ ჩვენ კარგად ვთამაშობდით. მსოფლიო ჩემპიონატით ძალიან ვისიამოვნე. ძალიან კარგი ტურნირია და ორგანიზებაც საკმაოდ კარგი იყო."

0
267
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა მიროტაძე1
ზაზა მიროტაძე1
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0