x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორ დავაღწიოთ თავი მტანჯველ სიცხეს, როცა კონდიციონერი არ გვაქვს?
ზაფხულის სიცხეები ბევრისთვის ნამდვილი პრობლემაა, მით უმეტეს, როცა კონდიციონერი არ გვაქვს. ეს რჩევები მეტნაკლებად დაგეხმარებათ იმაში, რომ სახლში ტემპერატურა დასწიოთ და შინ ყოფნა ტანჯვად არ გექცეთ.

image

ყინული

თუ ვენტილატორი გაქვთ, სიცხისგან თავის დაღწევა შეგიძლიათ, თუ მის წინ პლასტამისის ბოთლებით გაყინულ წყალს დადგამთ. მიმართეთ მათკენ ვენტილატორი და რამდენიმე წუთში ოთახში საგრძნობლად აგრილდება.


შეგიძლიათ ოთახში ასევე ყინულებით სავსე კონტეინერებიც დადგათ. მართალია უფრო გვიან აგრილდება, ვიდრე პირველ შემთხვევაში, მაგრამ შედეგი აუცილებლად ექნება.


დატენიანება

ამ მეთოდს მოკლევადიანი ეფექტი აქვს, მაგრამ ზაფხულის ცხელ დღეებში შვებას მაინც მოგიტანთ.

ჩაასხით პულვერიზატორში ძალიან ცივი წყალი და პერიოდულად გააფრქვიეთ იმ ოთახში, სადაც იმყოფებით.

ანალოგიური ეფექტი შეგიძლიათ მიიღოთ ჰაერის ავტომატური დამატენიანებლით, რომელიც ცივ ჰაერს უშვებს.


ფარდები

imageსქელი ფარდები, რომლებიც მზის შუქს არ ატარებენ, სიცხისგანაც დაგიცავენ. სასურველია ფარდა ნატურალური მასალის იყოს, თეთრი და სქელი. დღის განმავლობაში ჩამოაფარეთ ისინი ფანჯრებს, რომლებსაც მზის შუქი ხვდებათ და ოთახში სიგრილეს შეინარჩუნებთ.

ასევე სასურველია, ოთახი ხალიჩებისგან, ბალიშებისა და სხვა მსგავსი “თბილი" ნივთებისგან გაათავისუფლოთ.


ტექსტილი

გაყინეთ ზეწრები და პირსახოცები საყუნულეში და შემდეგ გაფინეთ ოთახში. როცა ქსოვილი გათბება, ჩაანაცვლეთ სხვა გაყინული ტექსტილით.


ელექტროტექნიკა

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენ სითბოს გამოყოფს ელექტროტექნიკა. შეეცადეთ, ცხელ ამინდებში აუცილებლად გამორთოთ ის ტექნიკა, რომელიც არ გჭირდებათ.


ნათურები

imageშეცვალეთ ჩვეულებრივი ნათურები ეკონომიური ნათურებით. ჩეულებრივი ნათურები სითბოს 95%-ს გარემოში გამოყოფენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 100 ვატიანი ნათურა ტემპერატურას ოთახში 1 გრადუსით ზრდის.


გამჭოლი ქარი

ჩახუთული და ცხელი ჰაერი შეგიძლიათ გამჭოლი ქარით გააგრილოთ, თუ საპირისპირო ფანჯრებს გააღებთ. ხოლო, თუ ორ ვენტილატორს ერთმანეთის პირისპირ მიმართავთ, ოთახში კიდევ უფრო აგრილდება.



0
295
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0