x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქონელი არ მომეწონა - უკმაყოფილო კლიენტმა სექს-მუშაკი ფანჯრიდან გადააგდო და სხვა გამოიძახა

image
შავკანიანი სექს-მუშაკი ვერც წარმოდგენდა, რომ მორიგი სამუშაო დღე მრავალრიცხოვანი მოტეხილობებით დასრულდებოდა, იუწყება "360".

შემთხვევა მოსკოვის ერთ-ერთ დაქირავებულ ბინაში მოხდა. ყირგიზეთის მოქალაქეს შავკანიანი მეძავი მოუნდა, დარეკა შესაბამის სერვისში და სექს-მუშაკი შეუკვეთა, მალევე მას ბინაზე ნიგერიელმა სექს-მუშაკმა მიაკითხა, ყირგიზელ მამაკაცს იმდენად არ მოეწონა ქალის მომსახურეობა, რომ განრისხებულმა ქალი ფანჯრიდან გადააგდო, მაგრამ საოცრება ისაა, რომ ინციდენტი ამით არ ამოწურულა. ყირგიზმა მამაკაცმა ისევ დარეკა სააგენტოში და ფულის უკან დაბრუნება ან "უფრო ხარისხიანი საქონლის" გამოგზავნა მოითხოვა.

პოლიციამ უკვე დააკავა აგრესიული კლიენტი, მან დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ქალი თვითონ გადავარდა ფანჯრიდან, თუმცა მისი ზღაპრების სამართალდამცველებს ერთი წამითაც არ სჯერათ.

ნიგერიელმა ქალმა სერიოზული ტრავმები მიიღო, დაუზიანდა ხერხემალი, მეოთხე და მეხუთე მალა და წვივები. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.



0
105
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0