x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508543
კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური და დამაფიქრებელი გამონათქვამები
1. უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება- ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.

2. ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში.

3. ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატობას ვინც შეჰყურებს პირში.

4. თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.


5. ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი- მდუმარეს, ხოლო ლაჩარი- გმირს.image

6. ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში მეტ სისულელესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისისტეს არ დამანახებდა მათთანვე ბრძოლა.

7. ზოგიერთი კაცის ცხორება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.

8. ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წინააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.

9. ჩვენი უბედურება ეგაა - სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს.

10. არასოდეს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას.

11. ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათს - უგემური მიშტერება, კარგ ჩაის - ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს- ცუდი მკითხველი.image

12. არასოდეს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ შენ უფლისწული ხარ და არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიბაძო.

13. ოდიდგანვე ასე მოგვდგავს ქართველებს, მუდამ ჩვენ სიმცირეს მივსტირით, მაგრამ მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.

14. ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.

15. ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.



2
191
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
191
  
2018, 30 ივნისი, 13:46
კარგი სტატიაა...
0 1 2