x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რავი ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი ამ ვირტუალურ მეგობრებზე და შეყვარებულებზეეე

imageეჰ, რა უსაზღვროდ მომენატრე ჩემო “მეგობარო".შენ ბევრი რამ არ იცი ან იქნებ იცი, მაგრამ არ იმჩნევ.ვინ იცის იქნებ შენ სულ არ ხარ ისეთი როგორიც მე მგონიხარ, იქნებ შევცდი შენში...არ მინდა ამის გაფიქრება, მაგრამ ნუთუ?!გამორიცხული არაფერია და უშეცდომოც არავინაა, რომ მე ვიყო.ადრე სხვანაირი იყავი და ის განსაკუთრებულობა გამოგარჩევდა, ახლა კი შეიცვალე თითქოს ყინულად იქეცი.“ადამიანები არ იცვლებიანო, მჟღავნდებიანო"უთქვამთ ბრძენებს.ნეტავ ვინაა მართალი შენ თუ ისინი?ბრძენებიო ვიძახი, მაგრამ ისინიც ადამიანები იყვნენ და იქნებ ისინი შეცდნენ ან უარესი იქნებ მე ვცდები, რომ ასე უგონოდ გაღმერთებ.ეჰ, ვიცოდე ნეტა სიმართლე, ალბათ ამას ოდესმე გავიგებ, მაგრამ მანამ რა ვქნა მე ხომ ვიტანჯები.იქნებ უსაფუძვლოდ გდებ ბრალს ან ვინ იცის იქნებ ჩემი ბრალია, რომ ასე შეიცვალე?ხო, ვიცი მე მოგატყუე და გამოგიყენე, მაგრამ ეს ხომ უნებლიეთ მომოივიდა თან ამით მეც ძალიან დავიტანჯე.მე ხომ არ ვიცოდი, რომ ასე ძვირფასი იყავი ჩემთვის.ეჰ, რას გაიგებ ცხოვრებისას.მე კი არა ჩემზე უფროსებს არ ესმით, მაგრამ ამ უფროსებსაც რომ ვერაფერი გავუგე?როგორ შეიძლება პატარა რამეზეც რო გაგიჯდე ადამიანი.ხო, არ მესმის და არც მინდა გავიგო.აუ თითქოს კარგი ადამიანი ხარ, არის ამის ფაქტებიც, თუმცა შეიძლება საწინააღმდეგოც დამტკიცდეს მე რა ვიცი, შენ ისე შორს ხარ და რა ცხოვრებით ცხოვრობ გაუგებარია ჩემთვის.იქნებ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობ და გამოგონილი იდეალის მეგობარი ვარ?ეეე დავიღალე აკრძალეთ რა ეს ფიქრი, თავი ამატკია, ჯობია სპონტანურად გადაწყვიტო ვიდრე ზედმეტად დიდხანს იფიქრო.ყველაფერი კარგი ხომ მოულოდნელად ხდება.თუმცა ხანდახან არის რაღაცეები რასაც სისწრაფე ვნებს.ჯობია მიჰყვე ცხოვრებას, დრო ყველაფერს ნათელს მოჰფენს.მოდი მანამდე დავიჯერებ, რომ ყველაფერი კარგადაა და კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ გულში მაინც დავიტოვებ მცირე ეჭვს, რადგან თუ შევცდი შენში ეს მოულოდნელი არ იყოს და ადვილად გადასატანი გამიხდეს.მანამდე კი გავუღიმებ სიცოცხლეს ცხოვრება ისედაც რთულია, დაე, მოხდეს რაც მოსახდენია!...პ.ს. აუცილებლად გაგაგებინებთ ოდესმე ვინაა ის თუკი მე გავიგეეეე

11
176
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ივდითი ხაზალია
ივდითი ხაზალია
176
  
2012, 2 ივლისი, 19:28
რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ხდება ასეთი რამ,ანუ ავხსნი რას ვგულისხმობდი.გაიცნობენ ინტერნეტით და ჯერ უყვარდებათ და მერე რო გაიცნობენ,ახლანდელი გაგიჯების ფონია ეს
2012, 2 ივლისი, 19:10
ვირტუალური შეყვარებული???WTF???????????????????
2012, 2 ივლისი, 18:24
+1
2012, 2 ივლისი, 16:00
აუფ ცუდია ეგ არ ვიცოდი
2012, 2 ივლისი, 15:51
შეიძლება მაგის გამო დაგიბლოკონ სტატია:)))))
2012, 2 ივლისი, 15:47
გმადლობთ,რავიცი აბა ხანდახან მჯერა ამ სიტყვების თვითონ იმ ადამიანსაც ვუთხარი და რატომღაც დაყაბულდა
2012, 2 ივლისი, 15:46
უკვე აღარ იშლება რას მიშლის ის ისე გავაკეთე უბრალოდ
2012, 2 ივლისი, 15:21
ადამიანები არ იცვლებიანო,მჟღავნდებიანო...... ეს არის რაც არის...
2012, 2 ივლისი, 15:21
გისურვებ იმედების გამართლებას:)
2012, 2 ივლისი, 15:13
ბოლოში 2 ეე წაშალე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10