x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვისთვის დაუჯერებელი, მაგრამ რეალურად მომხდარი ისტორია ჩემი მონადირე ძაღლის მეტამორფოზაზე

image ფრინველებზე მონადირე ძაღლი მყავს, რომელიც სოფლის სახლში მყავს, გერმანული "დრათჰაარის" ჯიშისაა, ძალზე ძლიერი აღნაგობის და ძალზე კარგი გენეტიკურ–საგვარეულო პასპორტით.
მონადირე ძაღლი კი არა, ისეთი აგრესიულია, საკუთარ ეზოში ადამიანს არ გააჭაჭანებს და ამიტომაც გვიან უშვებენ, მეზობლის რამდენიმე ძაღლი და კატა შეეწირა მის აგრესიას ჩვენს ეზოში.
თუმცა მასაც აქვს დადებითი მხარეები: ჭიშკარი ღიად რომ დავუტოვო, დაუკითხავად ეზოს მიჯნას არ გადააბიჯებს, არც პატარა ბავშვებს ერჩის.
თუ სადმე ვირთხა იპოვა, სანამ არ დაიჭერს და არ დაახრჩობს, არაფრის დიდებით არ მოეშვება.
სამსახურის გამო სოფელში ასვლას კი არა ქალაქის სახლში ყოფნას ვერ ვახერხებ ხშირად და ძაღლის მოვლა მარია ბებოს უწევს, რომელსაც უსიტყვოდ უგებს ჩემი "დიკი".
თხილის პლანტაციებში გასულ ბებოს თან "დიკიც" წაუყვანია შარშან და ბებომ, – ძაღლი მყისიერად მოწყდა ადგილიდან და ღობისაკენ გაექანაო, ვიფიქრე ან კურდღელი ნახა ან ზღარბიო (ფრინველზე მონადირეა, მაგრამ კურდღლებსაც ერჩის, თუმცა შორ მანძილზე არ მისდევს და არც მეძებარი ძაღლივით "ღავღავებს".
ყურადღება არ მიმიქცევიაო ბებიამ და ძაღლი რომ მობრუნდა, დავინახე, პირით კნუტი მოჰყავდაო.
მეგონა, დაახრჩო და მეწყინა და გავუწყერი ძაღლსო (მარია ბებო ეროვნებით რუსია და კატა იქნება თუ სხვა შინაური ცხოველი, ძალიან უყვარს), "დიკიმ" კი ზედ ჩემს ფეხებთან დასვა კნუტი, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდაო.
არ ვიცი, რა შეიცვალა "დიკის" თავში, ძაღლი, რომელიც ცოცხალს არ უშვებდა არც ერთ უცხო კატას, კნუტს არ შეეხო, არ გაიმეტა. მეტიც, ბებოს მოუყვანა.
ბებომ სახლში წამოიყვანა კნუტი, რომელიც თითქმის "დიკის" დაცვის ქვეშ გაიზარდა, კნუტი ძუ აღმოჩნდა, რომ გადაიკარგა, ბებიამ ძალზე ვინერვიულეო, მაგრამ, რომ დაბრუნდა, გენახა, "დიკი" როგორ ეფერებოდაო.
წელს კი ჩვენმა კატამ სამი უსაყვარლესი კნუტი "დაყარა", რომლებსაც "დიკი" არავის აკარებს მოსაფერებლად.
"დიკის" აშვება და კნუტების ავტოფარეხიდან ჩამოცუნცულება ერთია.

2
72
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
72
  
3 ივლისი, 15:52
მადლობა, "დიკი" სოფელშია მე კი სამსახურეობრივად ანაკლიაში მიწევს ყოფნა და სამწუხაროდ აქ მისი სურათი არ აღმომაჩნდა სტატიის დაწერისას.
3 ივლისი, 13:19
ამ მშვენიერ ისტორიას "დიკის" ფოტო დაამშვენებდა :) ძაღლები იმაზე ჭკვიანები და ჰუმანურები არაინ ვიდრე ჩვენ გვგონია :)
0 1 2