x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაფერი «მოჩვენებითია» — როგორია სინამდვილეში საგნების რეალური ფერი

ყველაფერი განათებაზე არის დამოკიდებული. ხოლო, ფერი — მხოლოდ ხილვადი სპექტრის ნაწილია. მაგ., თუ თქვენ მწვანე პერანგი გაცვიათ, ვიდრე ქუჩაში, დღის შუქზე დადიხართ, ან კარგად განათებულ ოთახში იმყოფებით, ყველაფერი რიგზეა, — პერანგი მწვანეა. მაგრამ, საკმარისია, ოთახში შეხვიდეთ, სადაც სინათლე არ ანთია და ფანჯრებზე სქელი ფარდებია ჩამოფარებული, პერანგი შავი, ან რუხი ფერის გახდება, ისევე, როგორც ყველა ნივთი იმ ოთახში.

image

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი: როგორ ფიქრობთ, რატომ არის ბანანი ყვითელი? — პასუხი მარტივია: ბანანის ქერქი ისეა «მოწყობილი», რომ ის სინათლის სპექტრის ყველა ფერს შთანთქავს, ყვითელი ფერის გარდა. ხოლო, ყვითელი, ჩვენს თვალწინ აირეკლება. გარკვეული თვალსაზრისით, ბანანი, შეიძლება, ნებისმიერი ფერის იყოს, — მაგრამ, ყვითელი ფერის არა, რადგან ჩვენ მხოლოდ არეკლილ ფერს ვხედავთ.

და მაინც, რა ფერის შეიძლება იყოს ბანანი? ვინც ფერთა თეორიაში ერკვევა, მისთვის ამ კითხვაზე პასუხი რთული არ იქნება — ის ლურჯია. მაგრამ, ეს მხოლოდ თეორიულად, რადგან რეალურად, ის შეიძლება საერთოდ, ნაცრისფერიც იყოს. მთავარი, ფერის წარმოქმნაში, ამა თუ იმ საგნის ზედაპირის ქიმიური შემადგენლობაა, რომელიც შეიძლება, სინათლის ტალღებს შთანთქვდეს ან აირეკლავდეს.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფერის მატარებელი საგანი კი არა, — სინათლე არის, რომელიც შეიძლება იყოს გამოსხივებული, აქტიური წყაროდან (მზე, მონიტორის ეკრანი, ტელევიზორი) ან საგნებიდან (კედელი, მანქანა, ქსოვილი, მცენარე) არეკლილი. ჩვენი თვალი, სწორედ ამ სინათლის ტალრებს ხედავს. ე.ი. ფერი არის შეგრძნება, რომელიც ადამიანის გონებაში იქმნება, იმ ტალღების ზემოქმედებით, რომელსაც ის ხედავს. ხოლო, ფერის ინტენსივობა, — სინათლის ინტენსივობაზე არის დამოკიდებული.

სინათლე — უდიდესი ელექტრომაგნიტური სპექტრის მხოლოდ მცირე, ხილვადი ნაწილია. ამ სპექტრში შედის რადიოტალღები, მიკროტალღები, ინფრაწითელი გამოსხივება, რენტგენის გამოსხივება და გამა-სხივები. ჩვენი მხედველობის ორგანო კი, ისე არის მოწყობილი, რომ მხოლოდ იმ ხილვადი სინათლის დანახვა შეგვიძლია, რომელსაც ის საგნების ზედაპირზე ქმნის.


image


სინათლე, თავისთავად — უხილავი ენერგიის სხივია და იმისთვის, რომ მისი დანახვა შევძლოთ, მან ატმოსფერული მტვრის და ნისლის სქელი ფენები უნდა გამოიაროს და საგნის ზედაპირზე დაეცეს. გარდა ამისა, სინათლის გარემოსთან ურთიერთობის დანახვა, მაშინაც შეგვიძლია, როდესაც მისი არეკვოა შემხვედრი ღრუბლებიდან ხდება. პირველად ის, რომ ჩვენ არეკლილი სინათლის ტალღების დაფიქსირება და მისი ფერად გარდაქმნა შეგვიძლია, ი. ნიუტონმა აღმოაჩინა. ის მიხვდა, რომ სინათლის სხივის პრიზმაში გატარების შემთხვევაში, მისი გადატეხვა და ფერებად დაშლა ხდება. ფერები კი, ყოველთვის ერთი და იგივე თანამიმდევრობით ლაგდება: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. ხოლო, ჩვენი თვალის ბადურა, სინათლის მგრძნობიარე, ორი სახის უჯრედებს შეიცავ. ესენია: კოლბისებური და ჩხირისებური უჯრედები. ჩხირისებური უჯრედი ფერის ინტენსივობას განსაზღვრავს, კოლბისებური კი — ფერის აღქმაზე არის პასუხისმგებელი.

თავის მხრივ, თვალის კოლბა სამი ტიპის არის: წითელი, ლურჯი და მწვანე რეგისტრებისთვის. შესაბამისად, ეს უჯრედები მხოლოდ ამ ფერებზე რეაგირებენ. სხვა ფერები კი, ამ 3 ფერის კომბინაციებით მიიღება: მაგ., ყვითელი ფერი, როგორც ტალღის სიგრძე — არსებობს, მაგრამ ჩვენს თვალში, ამ ფერის აღსაქმელი, შესაბამისი კოლბები არ არის. ყვითელი ტალღა ააქტიურებს წითელ და მწვანე კოლბისებრ უჯრედებს, რომლებიც სიგნალს ტვინში გზავნიან, ხოლო ამ უკანასკნელის ინტერპრეტაციით, მიღებული ინფორმაცია, ყვითელ ფერს შეესაბამება. ლურჯი და მწვანე კოლბების ერთობლივი აქტივირებით, ცისფერ ფერს ვხედავთ, ხოლო ლურჯი და წითელი კოლბისებრი უჯრედები თუ გააქტიურდებიან — იისფერს დავინახავთ.
ისეც ხდება, რომ ერთი ტიპის კოლბები სრულად არის გააქტიურებული, ხოლო მეორე – ნაწილობრივ: მაგ., ნარინჯისფერი — ყველა წითელი კოლბის და მწვანე კოლბების ნაწილობრივი აქტივირებით მიიღება, ხოლო ნაცრისფერს მაშინ ვხედავთ, თუ ყველა ტიპის კოლბა სანახევროდ არის აქტივირებული.

ასე რომ, ერთი და იგივე საგანი, შეიძლება სხვადასხვა ადამიანისთვის, განსხვავებული ფერის იყოს, — ეს სინათლის ინტენსივობაზე და თვალის ბადურაზე განლაგებული, კოლბური უჯრედების აღქმის უნარზეა დამოკიდებული.

imageimageimage* ფერი, რომელიც რეალურად არ არსებობს. რატომ არის ზღვა ლურჯი, ცა ცისფერი...
* ვარდისფერის საიდუმლო

* რატომ ატარებენ გოგონები ვარდისფერს, ხოლო ბიჭები – ცისფერს?

0
208
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0