x
მეტი
  • 17.07.2018
  • სტატია:78714
  • ვიდეო:331443
  • სურათი:435333
8 საინტერესო ფაქტი პაულო დიბალას შესახებ

image
1. დიბალას არგენტინის გარდა პოლონეთისა და იტალიის ნაკრებებში შეეძლო თამაში. ბაბუა პოლონელი, ხოლო ბებია იტალიელი ჰყავდა. საბოლოოდ კი, დიბალა იმ ქვეყნის გუნდში დარჩა, სადაც დაიბადა, ანუ არგენტინაში.
2. 17 წლის ასაკში დიბალა არგენტინულ კორდობას ატლეტიკოში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ამ კლუბში გოლი გაიტანა. მან, არგენტინის ლეგენდის, მარიო კემპესის რეკორდი გააუმჯობესა.
3. მამამისის გარდაცვალების შემდეგ დიბალა თითქმის წავიდა ფეხბურთიდან. ამ დროს ის მხოლოდ 15 წლის იყო. არგენტინელმა შემტევმა უეცრად
შეწყვიტა ვარჯიშებზე სიარული. საბოლოოდ, დიბალა კორდობას ატლეტიკოს ხელმძღვანელებმა დაარწმუნეს, რომ კლუბში დაბრუნებულიყო.
4. დიბალას ზედმეტსახელია "la joya", რომელიც ქართულად ძვირფას ქვას ნიშნავს. მეტსახელის წარმოშობა უკავშირდება ჟურნალისტს, რომელმაც არგენტინელი შემტევი უხეში ბრილიანტის სახელით მოიხსენია.
5. დიბალა გატანილ გოლს ზოგჯერ ხელის ნახევარ სახეზე აფარებით აღნიშნავს. ეს მოძრაობა ცნობილია როგორც დიბალას ნიღაბი. მაგრამ რატომ აღნიშნავს ასე? არგენტინელმა შემტევმა საკუთარ აღნიშვნაზე თქვა: "დიბალას ნიღაბი ძალიან მარტივია, ეს გლადიატორის ნიღაბია.imageროდესაც ვიბრძვით, ზოგჯერ მეომრის ნიღაბი უნდა მოვირგოთ, რადგან გავხდეთ უფრო ძლიერები ღიმილისა და კეთილშობილებილების დაკარგვის გარეშე".
6. დიბალასთვის მისაბაძი ფეხბურთელები იყვნენ: ანდრეა პირლო, რონალდინიო, ხუან რომან რიკელმე.
7. როდესაც დიბალა იუვენტუსში გადავიდა, მან 21 ნომერი მაისური აირჩია. ამით არგენტინელმა შემტევმა ანდრეა პირლოს და ზინედინ ზიდანს მიჰბაძა.image
თუმცა 2017 წლის აგვისტოში მან უკვე 10 ნომრიანი მაისურით დაიწყო თამაში. ამაზე მან განაცხადა, რომ ამ ნომრით თამაში მისთვის პატივი და ბავშვობის ახდენილი ოცნებაა.
8. დიბალას საერთაშორისო დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში შედგა ურუგვაის წინააღმდეგ (მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიპიკაციო ეტაპი, 2016წ).
დებიუტი დიბალასთვის წარუმატებელი გამოდგა. მან წითელი ბარათი მიიღო და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.image

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა მიროტაძე1
ზაზა მიროტაძე1
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0