x
მეტი
  • 25.09.2018
  • სტატია:80909
  • ვიდეო:333188
  • სურათი:438312
თუ ზღვაზე აპირებთ დასვენებას, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ბევრი ადამიანი, რომელიც კარგად ცურავს და შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება, ვერ გებულობს, თუ როგორ შეიძლება, ზღვის სანაპიროსთან ახლოს დახრჩობა. როდესაც ისინი გებულობენ ინფორმაციას, მსგავსი შემთხვევების შესახებ, ფიქრობენ, რომ მსხვერპლმა ცურვა არ იცოდა, ან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ამ შემთხვევების უმრავლესობის მიზეზი, სულ სხვა არის.
აქ საუბარია ძალიან სახიფათო, მაგრამ ნაკლებად ცნობილ მოვლენაზე – უკუგდების დინებებზე, რომლებსაც ასევე, «მქაჩველ ტალღებს» და «რიპებს» (ინგ. – rip current) უწოდებენ. ასეთი დინებები (ტალღები) პლანეტის ყველა კუთხეში არის – მათ შორის შავი ზღვის სანაპიროზეც. მათთან გამკლავებას, ჩვეულებრივ ადამიანები კი არა, პროფესიონალი მოცურავეებიც ვერ შეძლებენ, თუ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მასში მოხვედრის შემთხვევაში.


image


ყველაფერი უცაბედად ხდება: ჩვეულებრივ, ადამიანი ნაპირიდან გარკვეულ მანძილზე დაშორების შემდეგ, უკან ბრუნდება – ისევ სანაპიროსკე მიცურავს. მაგრამ, რიპში მოხვედრის შემთხვევაში, სანაპიროს ვერ უახლოვდება და შეიძლება პირიქით, უფრო დასცილდეს კიდეც... ადამიანი ცურვას აგრძელებს და ძალისხმევას არ აკლებს, მაგრამ ყველაფერი უშედეგო არის, ძალები ნელ-ნელა ელევა, ის პანიკაში ვარდება და თუ დახმარებას არ აღმოუჩენენ, იღუპება.
მსგავსი სიტუაციიდან თავის დასაღწევად, უპირველეს ყოვლისა, რიპის მოქმედების პრინციპის გაგება არის საჭირო. ზღვების და ოკეანეების ასეთი დინებები, ნაპირებთან მართ კუთხეს ქმნიან და უკუსვლის დროს, წარმოქმნიან ტალღას, რომელიც ნაპირთან მოსულ წყლის მასებს ზღვისკენ მიმართავენ.
ყველაზე სახიფათოდ დაბალი სიღრმის მქონე ქვიშიანი სანაპიროები და ვიწრო ყურეები ითვლება. ამ უკანასკნელში, წყლის მაღალი წნევის გამო, უკუგდების ტალღის სიჩქარე 2, 5–3, 0 მ/წმ-ია.

სქემატურად რიპი ასე გამოიყურება: სანაპიროსთან მოსული წყლის მასა, ზღვისკე, სანაპიროს პერპენდიკულარული მიმართულებით მოძრაობს.


image


უკუგდების «დერეფნები», სხვადასხვა ადგილზე, წყლის მოქცევის დროს ჩნდება: ტალღებს სანაპიროსკე წყლის მასა მოაქვს, ხოლო შემდეგ, განსხვავებული სიჩქარით, წყალი ზღვაში ბრუნდება. სწორედ სხვადასხვა სიჩქარის ტალღებს შორის წარმოიქმნება უკუგდების დინებები.


image


ჩვეულებრივ, რიპის დერეფანი ვიწრო არის, დაახლოებით, 2-3 მ. სიგანის, ხოლო ტალღის სიჩქარე 4-5 კმ/სთ-ია. ეს სახიფათო არ არის. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს 50 მ. სიგანის და 200-400 მ-მდე სიგრძის რიპები, 15 კმ/სთ სიჩქარით! ასეთი ტალღები ხშირად არ წარმოიქმნება, მაგრამ დროდადრო მაინც ვითარდება.


image

სანაპიროზე ამ დინებების აღმოჩენა ზღვაზე დაკვირვებით შეიძლება:


1. სანაპიროს პერპენდიკულარულად არხი ჩნდება, აქაფებული წყლის სახით.

2. სანაპირო ზონაში ჩნდება მონაკვეთები, წყლის განსხვავებული ფერით: მაგ., ირგვლივ ყველაფერი ღია ცისფერი ან მწვანე არის, ხოლო ზღვის ერთი ნაწილი – თეთრია.
3. წყლია მოქცევის ზოლში არის ტალღის 5–10 მეტრიანი წყვეტა.


image


თუ ზემოთ აღწერილი ნიშნებიდან რომელიმეს ხედავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, და უბრალოდ, თავი მოარიდეთ ასეთ ადგილებს. მაგრამ, არ დაივიწყოთ, რომ სახიფათო რიპების 80% მოულოდნელად ჩნდება და ვიზუალურად არანაირად არ ვლინდება. ამ ტალღების განვითარება სანაპიროსთან ხდება და თუ თქვენ წელამდე წყალში ხართ და მით უმეტეს, თუ მკერდის მიდამოები გაქვთ წყლით დაფარული, რიპი თქვენს გატაცებას შეძლებს. ეს კი ყველაზე დიდი საფრთხეა მათთვის, ვინც ცურვა არ იცის, რადგან ისინი, სწორედ სანაპიროზე არიან ყველაზე ხშირად — უბრალოდ, წყალში დგანან და არ ცურავენ.
ამიტომ, თუ ცურვა არ იცით, არასოდეს ჩახვიდეთ ზღვაში მარტო, დაზღვევის გარეშე!

და კიდევ, ვიდრე ზღვაში ჩახვალთ, სანაპირო კარგად დაათვალიერეთ! თუ ქვემოთ ნაჩვენები აბრებიდან, რომელიმე არის გაკრული, ე. ი. ამ სანაპიროზე მსგავსი ტალღები ხშირად იქმნება და ყურადღება არ უნდა მოადუნოთ.


image

ახლა კი, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ «რიპში» მოხვედრის შემთხვევაში?


უკუგდებოს ტალღაში ქცევის წესები:


1. ნუ ჩავარდებით პანიკაში!


საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ, რადგან ადამიანები, რომლებმაც მსგავს სიტუაციაში ქცევის წესები იციან, 99% არ იღუპებიან.


2. დაზოგეთ ძალები!


არ არის საჭირო, მთელი ძალით, დინების წინააღმდეგ ცურვა და ენერგიის მარაგის ხარჯვა. ცურვა ნაპირის მიმართულებით კი არა, მის პარალელურად - გვერძე არის საჭირო. თუ რიპი ვიწროა (5 მეტრამდე), თქვენ იქიდან ძალიან მალე დააღწევთ თავს.


3. გაანალიზეთ!


თუ სწორედ იცურებთ – ანუ პლაჟის პარალელურად, მაგრამ თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ, ე. ი. რიპი განიერია (20 მ. და მეტი). და მაშინ, ცურვა უნდა შეწყვიტოთ! უკუგდების ტალღა, ჩეულებრივ, ხანგრძლივი დროით არ გრძელდება და 3–4 წუთის შემდეგ, ქრება. ამის შემდეგ, გაცურეთ გვერძე 50–100 მეტრი, ხოლო ამის შემდეგ, მშვიდად და დასვენებით, ნაპირისკე.


image

გაითვალისწინეთ და გახსოვდეთ:


1. რიპი ფსკერზე არ ჩაგითრევთ.


ეს მორევი არ არის და ხშირ შემთხვევაში, ტალღა მოკლეა და დიდი სიჩქარით, წყლის მხოლოდ ზედა ფენები მოძრაობს, რომელსაც ადამიანი არა ფსკერისკე, არამედ, ნაპირიდან ზღვისკე მიჰყავს!


2. რიპი ძალიან განიერი არ არის.


მისი სიგანე არასდროს აღემატება 50 მეტრს. ხოლო უმეტეს შემთხვევაში, 10–20 მ. არის. სანაპიროს პარალელურად 20–30 მეტრის გაცურვის შემდეგ, მიხვდებით, რომ რიპიდან გახვედით.


3. რიპის სიგრძე შეზღუდულია.


დინების სიჩქარე საკმაოდ სწრაფად ეცემა. «მქაჩველი» ტალღა ძალას იქ კარგავს, სადაც ტალღა პიკს აღწევს და დაშლას იწყებს. სერფერები ამ ადგილს «ლაინ აპს» (line up) ეძახიან. სწორედ იქ ელოდებიან ისინი ტალღებს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსეზონის განრიგი, ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის
მსოფლიოს განსაკუთრებულად გამორჩეული პლიაჟები
მარტვილის კანიონი ანუ იურული პერიოდის პარკი ქართულად

ცნობილი ღირშესანიშნაობები ტურისტული სააგენტოების სარეკლამო ფოტოებზე და რეალურად




1
389
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
389
  
30 ივნისი, 19:02
მასალა მოვიწონე როგორ საინტერესო და სასარგებლო, მაგრამ მცირე შესწორებებს შევიტან რადგან მცირე უზუსტობები აღმოვაჩინე.
წყლისქვეშა დინების ორი ფორმა გვხვდება შავ ზღვაში.
1. მოცურავეს "იტაცებს" ნაპირიდან საკმაოდ დიდ მანძილზე.
2. დინება მოცურავის ქვეშ ქმნის "მგორავ" ტალღებს, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია მოცურავე "ჩაიხვიოს" ზღვის სიღრმეში.
თუ პირველ შემთხვევაში გამოსავალია ნაპირის პარალელურად ცურვა, მეორე შემთხვევაში აუცილებელია მოცურავემ რაც შეიძლება ღრმად ჩაისნუნთქოს და თავად ჩაეშვას ზღვის სიღრმეში რათა აირიდოს "მგორავი" ტალღის ზემოქმედება.
საკმარისია 15 მეტრი გაცუროთ ზღვის სიღრმეში და ჩათვალეთ, რომ გადარჩენილი ხართ.
პ.ს
უმთავრესი კი მაინც მთავარია საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ და პანიკაში არ ჩავარდეთ, ეს თქვენი გადარჩენის საწინდარია.
0 1 1